სიახლეები

404 Views
პოლიტიკა

ზუკა ბერძენიშვილი: რაც უფრო დიდხანს იქნება გახარია მინისტრი, მით მეტი ინტენსივობით გაგრძელდება აქციები

ვახო მეგრელიშვილის "თავისუფალ ბაზარში" ანტისაოკუპაციო აქციის ახალგაზრდა ორგანიზატორებმა ზუკა ბერძენიშვილმა და ნოდარ რუხაძემ მიმდინარე და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს, მათი განცხადებით შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკაშირებით, პოზიცია შეუვალია და ძალოვანმა მინისტრმა პოსტი აუცილებლად უნდა დატოვოს, ყველა იმ დაზარალებული ადამიანის  გამო, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაშავდა.

ზუკა ბერძენიშვილის თქმით, არ გაჩერდებიან, სანამ მოთხოვნები საბოლოოდ არ შესრულდება:

გვაქვს გაწერილი მზარდი ზეწოლის სტრატეგია, რაც უფრო დიდხანს იქნება გახარია მინისტრი, ეს მოძრაობა მეტი ინტენსივობით გაგრძელდება. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მასშტაბურ აქტივობებს და საკომუნიკაციო კამპანიებს მოვასწრებთ მათ წინააღმდეგ. პირობას ვდებთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გასცდება ეს ამბავი.

აქციის ორგანიზატორებმა დღევანდელი აქციის განრიგზეც ისაუბრეს, ნოდარ რუხაძის თქმით დღევანდელი აქციის სახე იქნება - "ფოტოგრაფები ოკუპაციის" წინააღმდეგ.

დღეს ვაპირებთ ეკრანზე გავაცოცხლოთ რუსთაველის გამზირზე ცხრა აპრილიდან 20 ივნისამდე მომხდარი ყველა მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დარბევის კადრები.ასევე იქნება ფოტოგამოფენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ადამიანების. კონტექსტი არის ჰეშთეგი #რომარაპუტინი, პუტინი რომ არ ყოფილიყო, დღეს ეს ადამიანები ჩვენ გვერდით იქნებოდნენ.

ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები "გირჩის" ლაივის მეშვეობით, ყველას მოუწოდებენ გამოვიდნენ პარლამენტთან, პროტესტის 21-ე დღეს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი 

კომენტარები