სიახლეები

როგორ მიდიოდა მსოფლიო კანაფის ლეგალიზაციისკენ

მეოცე საუკუნის ბოლოდან მსოფლიომ კანაფზე წარმოდგენების გადაფასება დაიწყო. რისი საფუძველიც სხვადასხვა საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა და არსებული სტერეოტიპების გაბათილება იყო. 

ადამიანებმა დაიწყეს გააზრება არა მხოლოდ იმის, რომ კანაფი სულაც არ არის ისეთი საშიში ნივთირება როგორც აქამდე ეგონათ, არამედ ის რომ მისი გამოყენება სხვადასხვა სფეროებში წარმატებული შედეგის მომტანიც კი შეიძლება იყოს.

გიზიარებთ სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებულ ინფორმაციას, როგორ მიდიოდა მსოფლიო კანაფის ლეგალიზაციისკენ.

ნიდერლანდები

ერთ-ერთი პირველი ვინც კანაფის დეკრიმინალიზაცია მოახდინა ნიდერლანდები იყო. 1972 წელს, ქვეყანამ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მეტად და ნაკლებად საშიშ ჯგუფებად დაყოფა მოხდა, რის შედეგადაც კანაფი ყველაზე ნაკლებად საშიში ნივთიერებების კატეგორიაში მოხვდა.

1976 წელს კანაფი ოფიციალურად დეკრიმინალიზებული გახდა. სწორედ ამ წელს ნიდერლანდებში პირველი კოფი შოპები გაიხსნა. კანონმდებლობით განსაზღვრულ იქნა პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი დოზებიც, რაც 5 გრამს შეადგენს, სწორედ ამ რაოდენობის პირზე გაყიდვის უფლება მიეცათ კოფი შოპებსაც. ხოლო მაღაზიაში 500 გრამზე მეტი ოდენობის ქონა კანონით აკრძალულია. პირს ასევე უფლება აქვს 5 ძირი კანაფი დათესოს.

ინდუსტრიული კანაფი ნიდერლანდებში 1993 წლიდან ლეგალურია.

რაც შეეხება სამედიცინო კანაფს მისი ლეგალიზაცია 2003 წელს მოხდა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ევროპის მასშტაბით ევროპაში კანაფის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ ნიდერლანდებშია, 5,4%.

2005 წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი 729 კოფი შოპი იყო, 2019 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 570-მდე შემცირდა.

 

ამერიკა

პირველი შტატი, რომელმაც სამედიცინო კანაფის ლეგალიზაცია 1998 წელს მოახდინა კალიფორნია იყო. დღეს, სამედიცინო მარიხუანა ამერიკის 37 შტატში ლეგალურია.

რაც შეეხება რეცრეაციულ მარიხუანას, ის ლეგალური 18 შტატშია.

შტატების ჩამონათვალი სადაც კანაფი სრულად ან ნაწილობრივ ლეგალურია:

  • კოლორადო
  • ვაშინგტონი
  • ალიასკა
  • ორეგონი
  • ვაშინგტონ D.C
  • კალიფორნია
  • მენი
  • მასაჩუსეტსი
  • ნევადა
  • მიჩიგანი
  • ვერმონტი
  • გუამი
  • ილინოისი
  • არიზონა
  • მონტანა
  • ნიუ-ჯერსი
  • სამხრეთ დაკოტა (ლეგალიზაცია დამტკიცებულია, თუმცა სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩატარებულა)
  • ნიუ-იორკი
  • ვირჯინია
  • ნიუ-მექსიკო
  • კონექტიკუტი

ლურჯი ფერით აღნიშნულია ის შტატები, სადაც კანაფი სრულად ლეგალურია.

მუქი მწვანე ფერით, სადაც სამედიცინო კანაფია ლეგალური.

ღია მწვანეთი, სადაც ლეგალურია სამედიცინო კანაფი განსაზღვრული THC-ის შემცველობით.

ნაცრისფერით, სადაც საერთოდ აკრძალურია.

ხოლო D-თი აღნიშნულია ის შტატები, სადაც დეკრიმინალიზებულია.

 

კოლორადო პირველი შტატი იყო, სადაც კანაფი 2012 წლის 12 ნოემბრიდან ლეგალიზებულია.

21 წელს ზემოთ პირებს უფლება აქვთ 12 ძირი კანაფი გაზარდონ.

ვაშინგტონში, ისევე როგორც კოლორადოში ლეგალიზაცია 2012 წლის ნოემბერში მოხდა.

ზრდასრულ პირებს შეუძლიათ 16 უნცია (453 გრამი) ჰქონდეთ მყარი ფორმით, ხოლო თხევადი ფორმით 72 უნცია ( 2,04კგ)  და 7 გრამი მარიხუანის კონცენტრატები.

ამავდროულად მარიხუანის მოხმარება საჯარო სივრცეში და სახლში გაზრდა აკრძალულია.

საცალო გაყიდვები ლეგალურია ლიზენზირებულ დისპანსერებში და სააქციზო გადასახადი 37%-ს შეადგენს (რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში).

ალიასკა

2014 წლის ნოემბერში ალიასკაზე მარიხუანა ლეგალური გახდა.

სრულწლოვან პირებს 6 ძირი კანაფის დათესვის უფლება აქვთ, ამასთანავე საჯარო სივრცეში მოწევა ლეგალური არ არის.

ორეგონი

აქაც ალიასკის მსგავსად ლეგალიზაცია 2014 წლის ნოემბერში მოხდა.

სრულწლოვან პირს საჯარო სივრცეში 1 უნციამდე (28 გრამი) კანაფის ფლობის უფლება აქვს, ხოლო სახლში 8 უნციამდე (226 გრამი), მყარ ფორმაში კი 16 უნციამდე (453 გრამი) და 72 უნციამდე ( 2,04კგ) თხევადი ფორმით.

რაც შეეხება კულტივაციას, დასაშვები ძირების რაოდენობა 4 შეადგენს.

ვაშინგტონი DC

ლეგალიზაცია ალიასკისა და ორეგონის მსგავსად, აქაც 2014 წლის ნოემბერში მოხდა.

პირს შეუძლია 2 უნციას (56 გრამი) ფლობდეს და 1 უნციის (28 გრამი) ჩუქების უფლება აქვს, ასევე 6 ძირის გაზრდაც შეუძლია.

რეკრეაციული კანაფის გაყიდვა შტატში აკრძალულია.

კალიფორნია

ლეგალიზაცია 2016 წლის ნოემბერში მოხდა.

დასაშვები ოდენობა აქაც 1 უნციამდეა (28 გრამი) კონცენტრირებულ კანაფზე კი 8 გრამამდე, ასევე ზრდასრულ პირებს 6 ძირის დათესვა შეუძლიათ.

მენი

ლეგალიზაცია 2016 წლის ნოემბერი.

დასაშვები ოდენობა 2,5 უნციამდე (56,70 გრამი).

კულტივაცია - 12 ძირი

მასაჩუსეტსი

ლეგალიზაცია - ნოემბერი 2016

დასაშვები ოდენობა:

ფლობა - 1 უნციამდე (28 გრამი)

სახლში - 10 უნციამდე (283 გრამი)

კულტივაცია - 12 ძირი

ნევადა

ლეგალიზაცია - ნოემბერი 2016

დასაშვები ოდენობა:

ფლობა - 1 უნციამდე (28 გრამი)

კონცენტრირებული მარიხუანა - 8 უნციამდე (226 გრამი)

კულტივაცია - 6 ძირი

მიჩიგანი

ლეგალიზაცია - ნოემბერი 2018

დასაშვები ოდენობები:

ფლობა - 2,5 უნცია (56 გრამი)

კონცენტრირებული მარიხუანა - 15 გრამი

კულტივაცია - 12 ძირი

ვერმონტი

ლეგალიზაცია - იანვარი 2018?

დასაშვები ოდენობები:

ფლობა - 1 უნციამდე (28 გრამი)

კულტივაცია - 2 ძირი

2020 წელს შტატის საკანონმდებლო რგანომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კანაფის გაყიდვა დასაშვები გახდა, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლიდან დაიწყება.

გუამი

ლეგალიზაცია - აპრილი 2019

დასაშვები ოდენობები:

ფლობა - 1 უნციამდე (28 გრამი)

კულტივაცია - 6 ძირი

ილინოისი

ლეგალიზაცია - მაისი 2019

დასაშვები ოდენობები შტატის მაცხოვრებლებზე:

ფლობა - 30 გრამი

კანაფის კონცენტრირებული პროდუქტები 5 გრამამდე, THC-ის შემცველობა 500 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

სტუმრებს ამ რაოდენობების ნახევრის ფლობის უფლება აქვთ.

THC-ის 35%-ზე მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები 25%-ით დაიბეგრება.

მუნიციპალიტეტს ასევე უფლება აქვს, გადასახადები 3%-მდე გაზარდოს.

ნიუ-ჯერსი

ლეგალიზაცია - ნოემბერი 2020

ნიუ-ჯერსი ერთ-ერთი იყო  იმ 4 შტატიდან, რომელმაც 2020 წლის არჩევნების დროს ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. მოსახლეობის 67%-მა კანაფის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა.

მონტანა

ლეგალიზაცია - ნოემბერი 2020

მოსახლეობის 57% ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა.

სამხრეთ დაკოტა

ლეგალიზაცია - ნოემბერი 2020

რეკრეაციული კანაფის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 54%-მა, ხოლო სამედიცინო მარიხუანის 70%-მა.

დასაშვები ოდენობა:

ფლობა - 1 უნციამდე (28 გრამი)

მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად შტატის მაცხოვრებლებს ამ ეტაპზე რეკრეაციული კანაფის შეძენა არ შეუძლიათ, რადგან შტატის უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

არიზონა

ლეგალიზაცია - ნოემბერი 2020

მოსახლეობის 60%-მა მხარი დაუჭირა.

ნიუ-იორკი

ლეგალიზაცია - მარტი 2021

დასაშვები ოდენობა:

ფლობა - 3 უნციამდე (85 გრამი)

ვირჯინია

ლეგალიზაცია - აპრილი 2021

დასაშვები ოდენობა:

ფლობა - 1 უნციამდე (28 გრამი)

კულტივაცია - 4 ძირი

ნიუ-მექსიკო

ლეგალიზაცია - აპრილი 2021

დასაშვები ოდენობა:

ფლობა - 2 უნციამდე (56 გრამი)

კულტივაცია - 6 ძირი

ეს კანონი 2021 წლის 29 ივნისიდან ძალაშია, რაც შეეხება რეკრეაციული კანაფის გაყიდვასა და კულტივაციას, 2022 წლის 1 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

კონექტიკუტი

ლეგალიზაცია - ივნისი 2021

დასაშვები ოდენობა:

ფლობა საჯარო სივრცეში -1,5 უნცია (42 გრამი)

ფლობა სახლში - 5 უნციამდე (141 გრამი)

რეკრეაციული კანაფის გაყიდვები სავარაუდოდ 2022 წლის ზაფხულში დაიწყება.

 

"Cato Institute"-ის ანგარიშის მიხედვით, კანაფის ინდუსტრიამ 2020 წელს ქვეყანაში 77 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

კოლორადოს შტატის ბიუჯეტში, რომელიც პირველი იყო რომელმაც ლეგალიზაცია მოახდინა, კანაფის ინდუსტრიიდან ყოველთვიურად დაახლოებით 20 000 000 დოლარი შედის.

ხოლო კალიფორნიის ბიუჯეტში ყოველთვიურად დაახლოებით 50 000 000 დოლარი შედის.

2020 წელს კანაფის გაყიდვებმა კოლორადოში 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2019 წლის მონაცემებით ამერიკაში კანაფის გაყიდვებმა 12,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინასწარი დაანგარიშებით 2024 წლისთვის ეს ციფრი 31,1 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

 

პორტუგალია

2001 წელს პორტუგალიამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების კანონში რადიკალური ცვლილებები შეიტანა.

რაც გულისხმობს იმას, რომ პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სუბსტანციის ფლობა ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. შესაბამისად, მოხმარების გამო ციხეში აღარავის უშვებენ.

ციხის ნაცვლად, სახელმწიფოს მხრიდან შესაძლოა შეთავაზებული იყოს, როგორც პირის სარეაბილიტაციო ცენტრში განთავსება, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

2018 წელს ქვეყანაში სამედიცინო კანაფის ლეგაიზაცია მოხდა.

ქვეყანაში კანაფის ფლობის დასაშვები ოდენობა 25 გრამია, ხოლო ჰაშიშის შემთხვევაში 5 გრამი.

 

ბელიზი

2017 წლის ნოემბერში ბელიზში ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ადამიანებს კანაფის გამო აღარ იჭერენ.

10 გრამამდე მარიხუანის ფლობისა და მოწევის უფლება (არა საჯარო სივრცეში) ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს აქვს.

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს შორის, ბელიზში მწეველთა პროცენტული რაოდენობა ყველაზე მაღალია და 8,5%-ს შეადგენს.

 

ურუგვაი

ურუგვაი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კანაფის სრული ლეგალიზაცია 2013 წელს მოახდინა. დეკრიმინალიზაცია კი ბევრად უფრო ადრე 1974 წელს მოხდა.

მოქალაქეებს სხვადასხვა დანიშნულებით მარიხუანის ყიდვა სპეციალურად შექმნილი "legal forms"-ის შევსების შემდეგ შეუძლიათ. დანიშნულებაში ურუგვაელებს შეუძლიათ მიუთითონ კულტივაცია, კლუბი, მედიტაცია ან რაიმე  სხვა მიზანი, რისთვისაც სურთ კანაფის გამოყენება.

ადამიანებს სახლში შეუძლიათ 6 ძირი კანაფი გაზარდონ, მოსავალი წელიწადში 48 გრამზე მეტი არ უნდა იყოს.

???ურუგვაი უახლოეს მომავალში კოფი შოპების გახსნასაც გეგმავს, როგორც ტურიზმის მინისტრმა, Remo Monzeglia-მ განაცხადა მიზანი არ არის ურუგვაი კანაფის ტურიზმის ცენტრად გადაიქცეს, ამის მიზეზია გაყიდვებმა ქუჩიდან მაღაზიებში გადაინაცვლოს.??

აღსანიშნავია, რომ ლეგალიზაცია დერეგულაციას არ ნიშნავს და მომხმარებლებს კანაფის შეძენა აფთიაქებში ლიმიტირებული რაოდენობით შეუძლიათ, ერთი ადამიანისთვის კვირაში განკუთვნილი რაოდენობა 10 გრამია.

2013 წლიდან მოყოლებული მომხმარებელთა რაოდენობა მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.

2018 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლების უმეტესობა (დაახლოებით 1/3) მაინც განაგრძობს პროდუქციის ქუჩაში შეძენას.

2020 წელს კანადურმა კომპანიამ "Boreal"-მა ურუგვაიში სამედიცინო კანაფის პირველი ქარხანა გახსნა.

 

იამაიკა

იამაიკამ, რომელიც უკვე დიდი ხანია რეგისთან და  რასტაფარიანებთან ასოცირდება სამედიცინო და რეკრეაციული მარიხუანის დეკრიმინალიზაცია 2015 წელს მოახდინა.

კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ადამიანებს მცენარის გამო აღარ აპატიმრებენ. სასჯელის ნაცვლად მცირე ადმინისტრაციული ჯარიმებია. პირებს 56 გრამამდე ფლობისა და 5 ძირის კულტივაციის უფლება აქვთ.

 

1800 წელს კანაფი იამაიკაში აღმოსავლეთ ინდოელმა დაქირავებულმა მუშებმა ჩაიტანეს.

1913 წელს საშიში ნარკოტიკების შესახებ კანონი მიიღეს, რომლითაც კანაფის მოხმარებისა და გასაღების კრიმინალიზაცია მოხდა.

1977 წელს შეიქმნა ერთობლივი შერჩევითი კომიტეტი კანაფის კანონში ცვლილებების განსახილველად.

2000 წელს კანაფის საკითხებში ნაციონალური კომისია შეიქმნა, რომელიც კანაფის საკითხებს განიხილავდა.

2015 წელს სახიფათო ნარკოტიკების კანონში მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარების, ფლობისა და შენახვის დეკრიმინალიზაციის შესახებ ცვლილებები შევიდა.

 

კანადა

კანადაში რეკრეაციული კანაფი გამოყენება 2018 წელს მოხდა. ფლობის დასაშვები მაქსიმალური ოდენობა 30 გრამით განისაზღვრა.

2020 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლების რაოდენობა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.

ამავე წელს კანაფის პროდუქტების გაყიდვებმა 2,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ოქტომბრამდე (სანამ კანონი შეიცვლებოდა) კანაფის გამო დაკავებულთა რიცხვი 26 402 ადამიანს შეადგენდა. 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, ეს რიცხვი 46-მდე შემცირდა.

 

სამხრეთ აფრიკა

სამედიცინო კანაფი აქ 2017 წლიდან ლეგალურია.

2 წლის შემდეგ (2019) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კანაფის მოხმარების, ფლობისა და კულტივაციის გამო ადამიანებს აღარც სამხრეთ აფრიკაში იჭერენ.

გაბრიელ ტელონმა საკუთარი კომპანია Cilo Cybian” 3 წლის წინ დაარსა, 18 თვის შემდეგ მან კანაფის კულტივაციის ლიცენზია მოიპოვა და პირველი ადამიანი იყო, ვინც სამხრეთ აფრიკაში წარმოების ლიცენზია მოიპოვა.

 

მექსიკა

სამხრეთ აფრიკის მსგავსად სამედიცინო კანაფის ლეგალიზაცია აქაც 2017 წელს მოხდა, ხოლო მოხმარებისა და კულტივაციის 2021 წლის 28 ივნისს.

ამას წინ უძღვოდა საკონსტიტუციო  სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  კანაფის მოხმარების აკრძალვა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

იმისთვის, რომ პირებმა კანაფი მოიხმარონ საჭიროა მათ ფედერალურ კომისიას, რომელიც ჯანმრთელობის რისკების შემცირებაზე მუშაობს ნებართვისთვის მიმართონ.

ნებართვის აღების შემდეგ, ყველა სრულწლოვან პირს 28 გრამამდე კანაფის ფლობის უფლება ეძლევა.

უახლოეს მომავალში მექსიკა კულტივაციასაც განსაზღვრული ოდენობით დაუშვებს.

 

კოლუმბია

2012 წელს ქვეყანაში კანონი შეიცვალა და კანაფის დეკრიმინალიზაცია მოხდა.სამედიცინო კანაფის გამოყენება აქ 2016 წლიდან ლეგალურია.

იმის მიუხედავად, რომ პირებს გარკვეული რაოდენობის კანაფის კულტივაციის უფლება აქვთ, რეკრეაციული კანაფი ქვეყანაში კვლავ არალეგალურია.

ფლობისა და კულტივაციის რაოდენობა 20 გრამით და 20 ძირით არის განსაზღვრული.

2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კანაფის სექტორში 1 ჰექტარზე 17,3 აგრო კულტურული ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

აგვისტოში კოლუმბიის მთავრობამ გამომშრალი კანაფის ექსპორტი სამედიცინო და სხვა ინდუსტრიებისთვის დაუშვა.

 

2020 წლის კომუმბიის ბაზრის მიმოხილვა:

ლეგალიზებულია სამედიცინო კანაფი, მცირე რაოდენობის კულტივაცია და ექსპორტზე გატანა.

ქვეყანაში კანაფის 400-ზე მეტი კომპანიაა.

კულტივაციის ლიცენზია 543 სუბიექტს აქვს..

ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში კოლუმბია 67 ადგილზეა.

სამდეცინო კანაფს 3000-ზე მეტი პაციენტი მოიხმარს.

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 14,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

სააქციზო გადასახადი 32%-ს შეადგენს.

 

არგენტინა

2009 წლის 25 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ადამიანების დაპატიმრება მცენარე კანაფის გამო არაკონსტიტუციურად ცნო. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა, რიკარდო ლორენცეტმა განაცხადა:

სახელმწიფოს არ შეუძლია დააწესოს მორალი და პერსონალური ქცევა ლეგალურია, სანამ ის არ წარმოადგენს აშკარა საფრთხეს.

2017 წელს არგენტინაში სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა.

2020 წლის ნოემბრიდან პაციენტებს სამედიცინო დანიშნულებით საშუალება აქვთ კანაფის პროგრამაში დარეგისტრირდნენ, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ კანაფის კულტივაციის უფლება მოიპოვონ, მწარმოებლებისგან მიიღონ, ან აფთიაქებში თუ სხვა ლიცენზირებული პირებისგან შეიძინონ.

 

ბრაზილია

ბრაზილიაში კანაფი ლეგალური არ არის, მაგრამ პირადი მოხმარების, ფლობისა და კულტივაციის გამო ადამიანებს 2006 წლიდან აღარც აჯარიმებენ.

2015 წლიდან სამედიცინო კანაფი, რომელიც 0,2%-ზე ნაკლებ THC-ის შეიცავს ლეგალურია.

სამედიცინო კანაფის პაციენტების რიცხვი ბრაზილიაში 2018-2020 წლებში.

2018 წელს - 2288

2019 წელს - 6163

2020 წელს - 14 500-ზე მეტი

 

ჩეხეთი

2010 წლიდან მოყოლებული ჩეხებს 10 გრამამდე კანაფის ფლობისა და 5 ძირის მოყვანის უფლება.

სამედიცინო კანაფი ჩეხეთში 2013 წელს 81 ხმით 2 წინააღმდეგ დაუშვეს.

2021 წლის იანვარში ჩეხეთის პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ადამიანებს 1,25 კგ გამომშრალი კანაფის ფლობის უფლება აქვთ, საჯარო სივრცეში 30 გრამამდე ფლობისა და იგივე რაოდენობის სხვა პირისთვის ჩუქების უფლება აქვთ.

 

ვინც გვეთანხმებით, რომ იმ მცენარის გამო. რომლის მოხმარებაც ქვეყანაში ლეგალურია ადამიანებს აღარ უნდა იჭერდნენ შემოგვიერთდით https://www.legalize.ge/

გაეცანით კანონპროექტს.

რისი მიღწევა გვსურს კანაფის კანონპროექტით.

იხილეთ 2018 წლის საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც ქვეყანაში კანაფის მოხმარება ლეგალურია.

 

                                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები