სიახლეები

463 Views
საკუთრება

გზის მშენებლობის გამო, მოქალაქეებს უძრავი ქონება იძულებით ჩამოერთმევათ

ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება მიენიჭა რამდენიმე მოქალაქეს უძრავი ქონება ძალადობრივად ჩამოართვას სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით, ან მის გარეშე.

საპროექტო საგზაო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრთან, დაბა ხულოს მახლობლად, გაივლის რამდენიმე სოფელზე და მთავრდება საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე, გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ აღმართზე.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ რამდენიმე მოქალაქესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

პროექტის ფარგლებში ექსპროპრიაციას დაექვემდებარება: ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საერთო ფართი 1000 კვ.მ) მიწის ნაკვეთის ნაწილი - 255 კვ.მ. და მასზე არსებული უძრავი ქონება, რომლის თანამესაკუთრეებიც არიან: ნუგზარ შანთაძე, ჟუჟუნა შანთაძე და რევაზ შანთაძე.

წყარო: bpn.ge

კომენტარები