სიახლეები

483 Views
ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა მშენებლობის სექტორში 9.6%-ით შემცირდა

საქსტატმა 2019 წლის პირველი კვარტლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის სექტორული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (15.7%) განათლებაში დაფიქსირდა.

განათლების სექტორში 2019 წლის პირველ კვარტალში 38 მლნ ლარით მეტი დამატებული ღრებულება შეიქმნა, ვიდრე 2018 წლის პირველ კვარტალში. მეორე ადგილზეა სასტუმროები და რესტორნებია 13.1%-ით, ხოლო მესამეზე კავშირგაბმულობაა 12.3%-ით.

ეკონომიკა შემცირდა მშენებლობის (-9.6%), მრეწველობის (-1.3%) და სოფლის მეურნეობის (-0.3%) სექტორებში.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობა იყო, ეკონომიკის 16.8%-ით. მეორე ადგილზე მრეწველობაა 16.6%-ით, ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 8.4%-ით.

წყარო: საქსტატი

კომენტარები