სიახლეები

82 Views
ციტატები

ქანთარია: მიტინგის დაშლა ბალეტი არასდროს არ არის

დაგუგლეთ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ათრევენ მათ. ბალეტი მიტინგის დაშლა არასდროს არ არის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გახარიამ მოახერხა და დაიცვა საკანონმდებლო ორგანო შეჭრისგან და ძალიან დიდი ქაოსისგან.

პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია 20-21 ივნისს მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, მისი თქმით, ამ ეტაპზე გახარიას გადაყენების მოთხოვნა ფარსი და უკუღმართობის მცდელობაა.

გახარია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია მთელი იმ პროცესზე, რაც 20-21 ივნისს მოხდა, მაგრამ მისი გადადგომა ახლა არის ფარსის ტოლფასი და უკუღმართობის მცდელობა. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, ნუ გახდებიან თავიანთი ჩაციების მძევლები. ბუნებრივია, მისი ბრძანებით იყო დაწყებული ის, რომ წინ არც ერთი ნაბიჯი არ გადაედგა არავის. შემდეგ როდესაც იძულებულნი გახდნენ, ჩემი ვარაუდია, რომ მასთან მივიდოდნენ დანაყოფის ხელმძღვანელები და აუხსნიდნენ სიტუაციას, გახარია კი ამაზე დასტურს გასცემდა.

კომენტარები