სიახლეები

77 Views
პოლიტიკა

ტრამპი ირანს: მუქარა შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ

დონალდ ტრამპი ირანის მუქარას საკუთარი ტვიტერით ეხმაურება.

'ირანმა ახალი გაფრთხილება გაავრცელა. როუჰანი ამბობს, რომ ისინი ურანის იმ რაოდენობას გაამდიდრებენ, რამდენსაც სურთ, თუ ბირთვული შეთანხმება არ იარსებებს. მოვუწოდებ ირანს ფრთხილად იყოს მუქარისას. ეს შესაძლოა ისე შემოუბრუნდეთ, როგორც არავის!

3 ივლისს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 7 ივლისის შემდეგ ირანი ურანს იმ რაოდენობით გაამდიდრებს, რა რაოდენობაც მოესურვება - "ნებისმიერი რაოდენობა, რაც მოგვინდება, ნებისმიერ რაოდებობა, რაც საჭირო იქნება".

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. ამ შეთანხმებით დადგენილი ზედა ზღვარი 3.67% არის. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა

 

კომენტარები