სიახლეები

92 Views
პოლიტიკა

კარასინი: ან ჟენევის ფორმატი ან ომი

ან ჟენევაში ვიკრიბებით, ან ვომობთ.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოსთან არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით.

სხვა არანაირი ალტერნატივა არ გაგვაჩნია. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს. სხვა ფორმატები არ არსებობს. ან ჟენევაში ვიკრიბებით, ან ვზრდით შეიარაღებას და ვომობთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსია საუკეთესო საშუალებაა, რომ სამხრეთ კავკასიაში დაგროვილი ნევროზულობისა და ნეგატივისგან გათავისუფლდე

კომენტარები