სიახლეები

1357 Views
პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე: სახელმწიფოს თუ უნდა კარგი აკეთოს, არაფერი არ უნდა აკეთოს

დღეიდან, სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლი მკაცრდება. მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოებას, შრომის ინსპექციის დეპარტამენტთან ერთად, ინტეგირებული ჯგუფები შეამოწმებენ, რომლებიც სამი უწყების წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული. ესენია: ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, შრომის ინსპექცია და ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო. 

რეგულაციების გამკაცრებას ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით", პარტიის წევრი, ცოტნე კობერიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მსგავს საკითხებში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. 

სახელმწიფოს თუ უნდა კარგი აკეთოს, არაფერი არ უნდა აკეთოს

გირჩის წევრმა ლევან ჯგერენაიამ კი პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილი, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში, ხელისუფლებამ მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს. 

ლეგიტიმაციის არ ქონის გამო, ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი:
ა. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე
ბ. ახალი ეკონომიკური რეგულაციების (მაგ. საბანკო, სამშენებლო, ტაქსების და ა.შ.)  მიღებაზე, რომლებიც ტვირთად აწვება ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას.
გ. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ მცდელობაზე

კომენტარები