სიახლეები

83 Views
პოლიტიკა

მეგრელიშვილი: მომხრე ვარ, ვასაძე პარლამენტში იჯდეს

„მომხრე ვარ, ლევან ვასაძე ქუჩაში არ დარბოდეს, იჯდეს პარლამენტში და იქ ლაპარაკობდეს“

- ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა, საკუთარ საავტორო გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და ნულპროცენტიან ბარიერზე საუბრისას მეგრელიშვლმა აღნიშნა, რომ ამ გზით პარლამენტი ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდება.

გავერთობით, პარლამენტი უფრო მეტად გასართობი გახდება. მეტ ყურადღებას მიიქცევს და ის მაინც გვეცოდინება, ვინ გვყავს

ამ აზრზეა გირჩის კიდევ ერთი ლიდერი იაგო ხვიჩიაც. მისი განცხადებით, ამ მოწვევის პარლამენტზე უარესი პარლამენტი საქართველოს არასდროს ჰქონია.

ლევან ვასაძე რომ პარლამენტში იქნება, ის პარლამენტი მირჩევნია. ახლა სრულიად მოსაწყენია და ამაზე საზიზღარი პარლამენტი არ გვყოლია. 91-მა დეპუტატმა საკუთარი კოლეგის დაჭერას დაუჭირა მხარი და ვასაძემ ამაზე უარესი რა უნდა ქნას? კვიციანმა გააფუჭა ეს პარლამენტი??

 

კომენტარები