სიახლეები

ხელისუფლება ინიცირებული კანონპროექტით ნარკოპოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას აპირებს

ქართულმა ოცნებამ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 260-ე მუხლში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, ეს მუხლი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა გასაღებას ეხება.

იმის ფონზე, რომ მსოფლიო ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებისკენ და ლიბერალიზაციისკენ მიიწევს, საქართველო პირიქით, ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის ვადის გაზრდას აპირებს.

მარტივად რომ წარმოგადგენინოთ რა ცვლილებებს გეგმავს ხელისუფლება, თუ აქამდე არსებული კანონით ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება ან გადაგზავნა ისჯებოდა 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით ეს ვადა გაიზარდა 10-დან 15 წლამდე.

გარდა ამისა, იგივე ქმედებების განმეორებით, ჯგუფურად ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, არსებული კანონმდებლობით ისჯება 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით კი, სასჯელის ვადა განისაზღვრება 12-დან 17 წლამდე.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ მცირე ოდენობა.

კანაფი:  მცირე:       დიდი:          განსაკუთრებით დიდი
                     10გ           50გ                250გ   


ჰეროინი:  მცირე:   დიდი:        განსაკუთრებით დიდი    
                        0.02         1გ                 1გ


კოკაინი:   მცირე     დიდი           განსაკუთრებით დიდი
                      0.06გ           0.6გ                   6გ

ექსტაზი:  მცირე     დიდი          განსაკუთრებით დიდი
                          -              1გ                     1გ

როგორც ინიცირებულ კანონპროექტში ვკითხულობთ, საქართველოს ამ კანონის გამკაცრების მთავარ მიზეზად სხვა ქვეყნების მაგალითი მოჰყავს (რომ სხვა ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, მოხმარებისთვის ადამიანებს უფრო მკაცრად სჯიან).

ქართულ ოცნებას მსგავსი ქვეყნების მაგალითად მოყვანილი აქვს: ესპანეთი, ავსტრია, პორტუგალია და გერმანია.

თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ ამ ოთხი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული ზემოაღნიშნული ნივთიერებების დოზას, რომლის ფლობის შემთხვევაშიც ადამიანებს ციხე არ ემუქრებათ.

                                        ფლობისთვის დასაშვები ოდენობები

 ესპანეთი:                    ავსტრია:               პორტუგალია:                   გერმანია:
                                                              
კანაფი:  100გ            კანაფი: 20გ                  კანაფი:25გ                      კანაფი: 15გ
ჰეროინი: 3გ              ჰეროინი: 3გ               ექსტაზი: 1გ                    ექსტაზი: 3გ
კოკაინი:7.5გ              კოკაინი:15გ               ჰეროინი: 1გ                    ჰეროინი:1გ
ექსტაზი:2.4გ            ექსტაზი: 30გ            კოკაინი: 2გ                       კოკაინი:3გ

პორტუგალიაში საერთოდაც ყველა ნარკოტიკული საშუალება დეკრიმინალიზებულია.

ამ ქვეყნებში ფლობისთვის დაშვებულ ოდენობებს, საქართველოს თუ შევადარებთ უმეტეს შემთხვევაში მცირე დოზები, რომელიც კანონითაა განსაზღვრული ფაქტიურად პირადი მოხმარებისთვისაც კი გამოუსადეგარია.

აღნიშნული კანონპროექტი რეალურად წარმოადგენს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას, არგუმენტი რის საფუძველზეც მისი მიღება სურთ, რეალურად  წარმოადგენს ოქსიმირონს, სასჯელის ვადის გამკაცრება იმიტომ ხდება, რომ ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებს ეკონომიკური სტიმული სასჯელის ვადის გათვალისწინების შესაბამისად არ ჰქონდეთ.

რეალურად კი, უამრავი ემპირიული დაკვირვების/გამოცდილების შესაბამისად ვიცით, რომ რაც უფრო მკაცრია ნარკოპოლიტიკა, მით უფრო სავალალო შედეგების მომტანია ის, ასევე აღნიშნული, მკვეთრად ახალისებს და აფართოებს შავი ბაზრის ფუნქციონირებას და მისთვის საჭირო თავდაცვით მექანიზმებს. 

მკაცრი ნარკოპოლიტიკის სავალალო შედეგების ნაწილში, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ შვედეთი, რომელსაც ერთ-ერთი უმკაცრესი ნარკოპოლიტიკა აქვს, თუმცა 2005-2013 წლების პერიოდში, ნარკოპოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, ზედოზირებით სიკვდილიანობის რეიტინგში მთლიანი ევროპის მასშტაბით, მე-9 ადგილიდან მე-2 ადგილზე გადავიდა.

რაც უფრო მსუბუქია ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, მაგ: პორტუგალია, აშშ, კანადა და ა.შ. მით უფრო უმჯობესდება, როგორც ზედოზირებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკა, ისე აივ ინფექციური დაავადებების გავრცელება.

                                                                                                                             - გვითხრა პოლიტიკოსმა გიორგი ჭიბოშვილმა.

გირჩი უკვე წლებია ცდილობს ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მნიშვნელობის იდეის სისწორეში საზოგადოება დაარწმუნოს.

საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის სარჩელი პარტიამ მოიგო და 2018 წლის 31 ივლისის 16:20-დან ქვეყანაში მისი მოხმარება ლეგალური გახდა.

მარიხუანის ლეგალიზაცია შემდეგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომლის მიღწევასაც მაქსიმალურად ვეცდებით.

ზოგადად მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის მიმართ და ადამიანებს მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, იმ ათასობით დანგრეული ცხოვრების შესახებ, რომლებსაც რეალურად საზოგადოებისთვის არაფერი დაუშავებიათ, თუ დიდი ნაწილი ამ პრობლემის შინაარსს გაიაზრებს, ხელისუფლებასაც მოუწევს საკუთარი პოზიციის გადახედვა.

                                                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები