სიახლეები

76 Views
ეკონომიკა

გვენეტაძე: გაზის ტარიფის ზრდის შემთხვევაში, სოციალური ჯგუფებისთვის, სახელმწიფო დახმარება უნდა გაიზარდოს

დეპუტატმა რევაზ არველაძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ლარის კურსის გავლენით გაზის ტარიფის გაძვირებაზე დაუსვა შეკითხვა, რაზეც გვენეტაძემ უპასუხა, რომ ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სოციალურად დაუცველ პირებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.

გაზის ტარიფის ზრდის შემთხვევაში, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სახელმწიფო დახმარება უნდა გაიზარდოს.

არველაძეს აინტერესებდა, რა შემაკავებელი ფაქტორი არსებობს თუ ტარიფი გაიზრდება. 

ჩვენ არ ვართ მარეგულირებელი ენერგეტიკის სექტორში, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს რეაგირება სოციალური მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ მოხდა რამე. თუ მოხდა გაზრდა, სხვა გადასახადებზე, სხვა ხარჯებზე არ შეუმცირდეს შემოსავალი. სახელმწიფოს სოციალურმა პროგრამამ უნდა იზრუნოს ამაზე

 

კომენტარები