სიახლეები

278 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: პროპორციული სისტემა აუცილებელია ჩვენი პოლიტიკური კულტურის შესაცვლელად

საზოგადოებრივი მაუწყებლის ღამის ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი ხედვა", გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ახალ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რუსულ საფრთხეებსა და მიმდინარე აქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხვიჩიას თქმით, საარჩევნო სისტემაში განხორციელებულ ამ ცვლილებაზე  მნიშვნელოვანი, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგში არაფერი მომხდარა, ბოლო 30 წლის განმავლობაში. 

წამყვანის შეკითხვაზე, რა საფრთხეები შეიძლება იყოს რუსეთიდან ამ ახალი სისტემის პირობებში, იაგო ფიქრობს, რომ რუსეთი როგორც მტერი ისედაც მოცემულობაა და წარმოუდგენელია ამ პროპორციული სისტემის პირობებში მივიღოთ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მთავრობასთან არ ითანამშრომლებს რუსეთის წინააღმდეგ.

ივანიშვილთანაც კი ითანამშრომლებს ნაც მოძრაობა თუ დაინახავს რომ მეორე მხარეს რუსეთია. პროპორციული სისტემა გვჭირდება იმისთვის, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი ვისწავლოთ, მათ შორის, კრიზისული სიტუციების დროს. ეს სისტემა ჩვენ ერთმანეთთან თანამშრრომლობას გვასწავლის, ნაცვლად დღევანდელი შეჯიბრებისა და ერთმანეთთან ხელის გადაწევის პოლიტიკისა.

როგორც იაგო  ხვიჩია ამბობს საკონსტიტუციო უმრავლესობის გამო, ხელისუფლებას არავისთან არ ჭირდებოდა თანამშრომლობა და პოლიტიკური ტონალობით საუბარი,  ამიტომაც კაჩაობდა ახლანდელი პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი თავმჯდომარე და კიდევ ბევრი, ოცნებიდან.

თუ წესრიგი არის სამართლიანი იქ ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი სისტემა დამყარდება, თუ წესრიგი არის უსამართლო, ის არასწორ სტიმულებს აძლევს ადამიანებს, შესაბამისად პოლიტიკოსები არასწორი სტიმულით ფუნქციონირებენ, მთელი ეს  30 წელი ჩვენ ვფუნქციონირებდით არასწორი სტიმულებით და თუ ამის შეცვლა გვინდა, პოლიტიკური წესრიგი უნდა შეიცვალოს.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები და გააგრძელებენ თუ არა აქციის მონაწილეები პროტესტს, "გირჩის ლიდერი პასუხობს, რომ ეს რთულად განსასაზღვრია, რადგან არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

არავის შეუძლია იქ მყოფ ადამიანთაგან იმის პროგნოზირება, თუ როგორ გაგრძელდება საპროტესტო აქციები, მათ შორის იმიტომაც, რომ არ ვიცით ზოგიერთი იქ დაზარალებული ადამიანის ბედი, რამდენიმე მათგანი ჯერ ისევ მართვით სუნთქვაზე.

როგორც ხვიჩია ამბობს, მთავარი პრობლემა არა გახარია, არამედ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემაა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ამოვძირკვეთ  ჩვენში. ერთი გახარია წავა, მეორე ჩაენაცვლება და დიდი განსხვავება არ იქნება, აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მე დავინახე, რომ იყო მართლმსაჯულების სისტემა იყო კონვერიულად აწყობილი, იჭერდა ვისაც მოუნდებოდა და საბოლოო ჯამში, ზოგს თავში ურტყამდა, ზოგს ესროდა, ზოგი განყოფილებაში ჰყავდა, სრულიად უდანაშაულო ხალხი. მეორე დღეს. ეს ანტირუსულ აქციაზე გალახული ხალხი, ასევე კონვერიული წესით განამწესა ციხეში, მესამე დღეს როცა პოლიტიკური გარემო შეიცვალა და აქციები გაგრძელდა, ამ მართლმსაჯულების სიტემამ, ისევ დაიწყო იმ ხალხის გამოშვება, რომელიც წინა დღეს პანტა პუნტით ყარა ციხეში.

კომენტარები