სიახლეები

315 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: საპატრიარქო დღეს იგივეა, რაც საბჭოთა კავშირის დროს ზაკვო იყო

გუშინ, 20 ივნისს, გირჩმა, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გამართა.

ზურა ჯაფარიძის თქმით, ამ მოვლენებში დამნაშავეები არიან არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ საპატრიარქოც, და მართლმადიდებლობის ქოლგის ქვეშ არსებული ნებისმიერი სხვა მსგავსი გაერთიანება რუსეთის ხელში ე.წ. რბილი ძალაა.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღევანდელი სირცხვილის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ეს ინსტიტუტია. ეს ინსტიტუტია თანამედროვე რუსეთის მთავარი პლაცდარმი საქართველოში," - განაცხადა ჯაფარიძემ.

მათ ზაკვო ჩაანაცვლეს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო.

ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატი:

კონკორდატი არის გასაუქმებელი, მხოლოდ ამის შემდეგ დაემსგავსებიან ისინი რელიგიურ ორგანიზაციას და ამის შემდეგ გაჩნდება შანსი, რომ საქართველოში ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა გადარჩეს.

ფოტო: On.ge

ღონისძიებას, რომელიც გუშინ პარლამენტში უნდა ჩატარებულიყო, "მართლმადიდებლური პარლამენტთაშორისი ასამბლეა" ჰქვია. 

რუსეთს ამ ღონისძიებაზე სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი წარმოადგენდა. მან საპარლამენტო დარბაზში სპიკერის ადგილი დაიკავა და გამოსვლა რუსულად დაიწყო.  

"მართლმადიდებლური პარლამენტთაშორისი ასამბლეის" ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს საპატრიარქოა.

გირჩის აზრით, ასეთი ტიპის ინსტრუმენტები რუსეთის ხელისუფლებას ძალიან ბევრი აქვს და ის მათ ე.წ. "რბილი ძალის" ფარგლებში იყენებს. რუსეთის მთავარი დამხმარე ძალა ამ საქმეში საპატრიარქო და საპატრიარქოს შიგნით გაბატონებული პრო-რუსული ძალები არიან. 

კომენტარები