სიახლეები

ივანიშვილმა მსგავსი გადაწყვეტილება ერთხელ უკვე მიიღო, თუმცა საბოლოო ჯამში ვიცით რომ, როდესაც ის საჭიროდ ჩათვლიდა პოლიტიკაში სულ ერეოდა - იაგო ხვიჩია

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია მაესტროსთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის განცხადება შეაფასა:

როგორ მოხდება დღეიდან იმ უფლებამოსილების გამოყენება, რომელიც თავს ბიძინა ივანიშვილის ხელში იყრიდა, სანამ ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გვექნება მანამდე არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად წავიდა.

პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილმა მსგავსი გადაწყვეტილება ერთხელ უკვე მიიღო, თუმცა საბოლოო ჯამში ვიცით რომ, როდესაც ის საჭიროდ ჩათვლიდა პოლიტიკაში სულ ერეოდა.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ ახლა არ ვიცით რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე, რადგან ასე უცბად ამხელა ძალაუფლების მქონე ფიგურის წასვლა პოლიტიკიდან არ ხდება.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს დილით საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ღია წერილით საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო.

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები