სიახლეები

30 Views
პოლიტიკა

აქციაზე დაკავებულებს 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს გუშინდელი დარბევის ღამეს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი. 

როგორც უკვე ცნობილია, სამ დაკავებულს, მეტრეველს, ტყებუჩავასა და დემეტრაშვილს მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166ე მუხლით, წვრილმან ხულიგნობასა და 173-ე მუხლით პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია 200-მდე ადამიანი. 

კომენტარები