სიახლეები

ჰერმან საბო: ორმაგად გაქვთ გასაცემი პასუხი და კარგად მოიფიქრეთ

ქართული ოცნება / Georgian Dream

არც კი სცადოთ გუშინდელი მელიას საკუთარ ამპლუაში ყოფნას და 300 კაცის სპეცრაზმთან ძიძგილაობას გადააბრალოთ და ამით გააპრავოთ ყველაფერი.

მე, პირადად, ჩემს, ერთკაციან მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ვიყავი. არც მელიას აქციაზე ვმდგარვარ, არც ოქრუაშვილის და არც სხვების. და ჩემსავით იყო იქ ათასობით ადამიანი, რომლების აღშფოთება რომ ლეგიტიმური იყო, მაგას მოსთქვამდით თქვენც ბიძინიანად, დაღმავალი ხაზით.

ხო ძალიან ნათელია, რომ მშვიდობიანად იდგა იქ მოსული ხალხის უდიდესი უმრავლესობა? 15 000 კაცს რომ მართლა სდომებოდა პარლამენტში შევარდნა, ხო ნათელია რომ სულ სხვა სურათი იქნებოდა?

ხოდა თქვენ ამ მშვიდობიან მოქალაქეებს:
1. არ დაელაპარაკეთ
2. არ შეუსრულეთ არცერთი სამართლიანი მოთხოვნა, რომლითაც გამოჩნდებოდა, რომ მართლა მიხვდით, რა მძღნერიც ჭამეთ გავრილოვით.
3. დაუშინეთ ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და ის რაღაც სტაფილოსფერი ტყვიები(რომლების ლეგალურობაზეც კითხვები გვაქვს)
4. გამოუსწორებლად დააზიანეთ რამდენიმე ადამიანი.
5. მთელი ღამე ნადირობდით თბილისის ქუჩებში.

ესე არ გამოვა.
ესე არ მოსულა.
ჩვენთვის გაქვთ აწი ორმაგად პასუხი გასაცემი და კარგად მოიფიქრეთ, რას გვიპასუხებთ ამ ყველფერზე, იმიტომ, რომ მკაცრად მოგთხოვთ. დღეს 7ზე მოვდივარ, ოღონდ ახლა უკვე მთელი ჩემი ოჯახით და ყველა მეგობრით, ვინც წუხელ მანდ არ იყო.

წერს ჰერმან საბო თავის ფეისბუქის გვერდზე. 

კომენტარები