სიახლეები

61 Views
პოლიტიკა

გავრილოვი პარლამენტიდან გააპარეს

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის შენობიდან გააპარეს. 

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. 

შენობაში არსებული უთანხმოების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთან. გავრილვოვის შენობიდან სასწრაფოდ გამოყვანა, აეროპორტში წაყვანა და ირაკლი კობახიძის გადადგომა დღეს გირჩის წევრებმაც ადგილზე მოითხოვეს. 

სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების ფაქტმა თავად „ქართულ ოცნებაშიც“ დაპირისპირება გამოიწვია. 

ცნობილია, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საკანონმდებლო ორგანოში აღარ გაგრძელდება. ასამბლეა ხვალ განახლდება, თუმცა სად გაიმართება ღონისძიება, ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდება.

კომენტარები