სიახლეები

71 Views
პოლიტიკა

გირჩი გავრილოვის სასწრაფოდ ქვეყნიდან გაშვებას და კობახიძის გადადგომას ითხოვს

გირჩი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მის ჯდომას აპროტესტებს. 

პარტიის ლიდერები ამ წუთებშიც პარლამენტთან იმყოფებიან, სადაც გამართულ აქციაზე გავრილოვის შენობიდან გამოყვანას, მანქანაში ჩასმასა და აეროპორტში წაყვანას მოითხოვენ. 

ზურაბ ჯაფარიძე საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პროტესტის მხოლოდ „ფეისბუქზე“ გამოხატვა საკმარისი არ არის.  

შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობს. სხდომას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში იჯდა.

კომენტარები