სიახლეები

110 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: გამოხატვის თავისუფლება გვაძლევს გადარჩენის შანსს

ერთადერთი რამ, რის საშუალებითაც ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი მომავალი შევცვალოთ - ეს გამოხატვის თავისუფლებაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვილაპარაკოთ, ადამიანები ჩვენი იდეების სისწორეში დავარწმუნოთ და გადარჩენის შანსი შევინარჩუნოთ.

გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "იმედის" ეთერში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც  სახელმწიფო საკუთარი შემოსავლის 35%-ს ართმევს გადასახადების სახით. უამრავი ფუნქცია გვაქვს ჩამორთმეული და ამ თვალსაზრისით, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია, თუკი ის არ ქმნის ძალადობის მყისიერ საფრთხეს.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. საუბარია არა მხოლოდ LGBT პრაიდზე, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, უფრო მძიმე საკითხებზეც.

მაგალითად, ლევან ვასაძის გამოსვლა, რომ იგი ქმნის ლეგიონებს, რომელთა ფუნქციაც არის ქუჩების დავლა, გეების დაჟინებული მზერით  ამოცნობა  და გაკოჭვა, პოლიციის მოსვლის შემთხვევაში კი - მათი კომბლებით მოგერიება, მგონია, რომ გამოხატვის თავისუფლებაა. ასევე, წეღან რომ საუბარი იყო ქურდული სამყაროს წევრობის დასჯაზე, ეგეც გამოხატვის თავისუფლებაა.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება გამოხატვის თავისუფლების ყველაზე მაღალი სტანდარტი, რადგან, ფაქტობრივად, სხვა იარაღი არ გაგვაჩნია. 

ერთადერთი სტანდარტი, რაც შეიძლება გადიოდეს სიტყვის თავისუფლებაზე, ძალადობის სტანდარტია. თუ ადამიანი ფიზიკურად არ ძალადობს, შეუძლებელია სამართალდამრღვევი იყოს, - ამბობს იაგო ხვიჩია.

კომენტარები