სიახლეები

ყველანი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე კახა ბექაური პარლამენტს იმ კანონპროექტის განხილვის დაჩქარებისკენ მოუწოდებს, რომლითაც გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას იგეგმება, თუმცა უწყების განცხადებით, კანონპროექტი სიძულვილის ენის და ომის პროპაგანდის აღმოფხვრასა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ემსახურება.

კომუნიკაციების კომისიამ კანონპროექტი 2018 წლის დეკემბერში მოამზადაბექაურის თქმით, სიძულვილის ენა, როგორც წინა საარჩევნოდ, ისე სხვა პერიოდშიც, პრობლემაა და სასწრაფოდ საჭიროებს რეგულირებას.

თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს არსებული კანონმდებლობითაც, მედიის გავრცელებული ინფორმაციით სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ამ ადამიანს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ასე დაიცვას საკუთარი უფლებები.

მოქმედი კანონმდებლობით მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, კანონპროეტით კირომლის დაჩქარებული განხილვაც ბექაურს სურსგასაჩივრება შესაძლებელი გახდება.

სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა ამოვიდეს და გადავიდეს რეგულირების საკითხში. ევროპაში ეს ნორმა რეგულირდება. დაინტერესებული პირი, თუ მის მიმართ სიძულვილის ენა იქნა გამოყენებული ანუ დაირღვა კანონმდებლობა, მიმართავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და თუ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა გასაჩივრების საშუალება კომისიაში ან სასამართლოში, - ამბობს უწყების ხელმძღვანელი კახა ბექაური.

იგი ამტკიცებს, რომ ევროპელმა ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნები, სადაც ნათქვამიარომ ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპის კანონმდებლობასთან და სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა გადავიდეს რეგულირების სფეროში.

ამასთან დაკავშირებით რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ევროპელი კოლეგები კონკრეტულ ჩარჩოებს არ აწესებენ, მისი თქმით, მთავარია, ქვეყანას დილემების დაძლევის, სიზუსტისა და მიუკერძოებლობის ეფექტური მექანიზმები ჰქონდეს. ეს მექანიზმები შეიძლება იყოს როგორც რეგულირება, ისე თვითრეგულირება და ეს ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს.

თუმცა კუპრაშვილი აქვე ამბობს, რომ თვითრეგულირების რეგულირების სფეროში გადატანა სახელმწიფოს მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს აჩენს და სიტყვის თავისუფლების სფეროში უკან გადადგმული ნაბიჯია.

ეს არის დაბრუნება 2009 წლამდე მდგომარეობაში, ეს არის ცალსახა და ძალიან ნათელი. ჩვენნაირი დემოკრატიის მქონე ქვეყანაში სერიოზული საფრთხის შემცველია. თუ კანონი ამ ფორმით გავა, როგორც მარეგულირებელ კომისიას აქვს ინიცირებული, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, სტანდარტების დაზიანება. ეს ვერ იქნება ნაბიჯი წინ, ვერც ერთ შემთხვევაში, - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

ამ თემაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, მიიღებენ ზომებს, რომ ამ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს, რადგან იგი ფიქრობსრომ ეს კანონპროექტი სცილდება საარჩევნო გარემოს კონტექსტს და უფრო მასშტაბურ განხილვას საჭიროებს.

როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს კიდეც. მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული,  - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა პარტიამ ევროპული საქართველო.

კომისიის კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ მათი კონტროლი უნდა გავრცელდეს მთელ ინტერნეტზე და აქვთ  .. ქცევითი კოდექსი, თუ რა არის ჟურნალისტური სტანდარტი. ამას ამ დრომდე არეგულირებდა მედია და ახლა უნდათ, რომ ეს გადმოვიდეს მარეგულირებლის ხელში. სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და არა სახელმწიფოს ჩარევა, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საქართველოს პრესისა და სიტყვის თავისუფლების კუთხით სამაგალითო კანონმდებლობა აქვს.

ასევე აღსანიშნია ისიც, რომ სიძულვილის ენისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ პრეზიდენტს, პატრიარქსა და პარლამენტის თავჯდომარეს ერთმანეთის მსგავსი განცხადებები აქვთ გაკეთებული. ყველა მათგანი ყურადღებას ცილისწამების პრობლემასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ამახვილებდა.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ სახელმწიფომ უნდა იპოვოს გზა, რომლითაც ერთდროულად დაიცავს როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ისე ადამიანის პატივსა და ღირსებას.

პატრიარქმა კი საშობაო ეპისტოლეში ისაუბრაზღვარგადასულ სიტყვის თავისუფლებასადასიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობაზე“.

ილია II თქმით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების დიდი მცდელობაა. მის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ შეურაცხყოფას.

გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ისე ვირტუოზულად არის  შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს.

საქართველოს პატრიარქმა პარლამენტის თავჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის, რომელმაც მოგვიანებით ასევე გააკეთა განცხადება.

„აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, ისე სოციალურ ქსელებში, ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას“, -ამბობს ირაკლი კობახიძე.

გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები აქამდეც იყო, თუმცა დღეს ამ საკითხს ყველაზე მეტი პოლიტიკური მხარდამჭერი ყავს. საქართვველოს პრეზიდენტი, პატრიარქი, პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან, და პარლამენტის თავჯდომარეც - ყველა, ვისაც კანონპროექტის გატანა შეუძლია.

კომენტარები