სიახლეები

139 Views
ეკონომიკა

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები მცირდება

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები კლებას განაგრძობს. სახელმწიფო კომპანიამ 2018 წელი 424.6 მლნ ლარის შემოსავლით დაასრულა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.2%-ით ჩამორჩება.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ბოლო სამი წელია მცირდება.

კომპანიის შემოსავალი 2018 წელს ქვეყნის მშპ-ს 1%-ის ტოლი იყო, მაშინ როცა, მაგალითად 2015 წელს, ეს მაჩვენებელი 1.8%-ს შეადგენდა.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი, ტრადიციულად, ტვირთების გადაზიდვაზე მოდის, რაც ასევე შემცირებულია.

2018 წელს საქართველოს რკინიგზამ 10 005 000 ტონა ტვირთი გადაზიდა, ნაცვლად 2017 წლის 10 672 568 ტონისა.

რაც შეეხება კომპანიის წმინდა მოგებას, რკინიგზის აუდირებული მონაცემებით, ის კვლავ ზარალზეა. 2017 წელს რკინიგზას 354 მილიონის ზარალი უფიქსირდებოდა. ამ პერიოდში ეს მაჩვენებელი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის აქტივების გაუფასურების ზარალში აღიარებას უკავშირდებოდა. ამ ფაქტორის გარეშე კი, 2017 წელს რკინიგზის მოგება 29 მილიონი უნდა ყოფილიყო.

რკინიგზაში განმარტავენ, რომ

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტვირთის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ნედლი ნავთობის მილსადენში გადამისამართებით, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა ტვირთების გადაზიდვის სტრუქტურაში.

წყარო: Forbes Georgia 

კომენტარები