სიახლეები

Uberi-ს მფრინავი ტაქსი მელბურნში იფრენს

მელბურნი პირველი ქალაქი იქნება აშშ-ის ფარგლებს გარეთ, სადაც Uber-ის მფრინავ ტაქსის გამოცდიან. როგორც გამოცემა Guardian წერს, საჰაერო ტრანსპორტი მგზავრებს შენობის ერთი სახურავიდან სხვა სახურავამდე, UberX-ის ტარიფებით მოემსახურება. სატესტო ფრენები 2020, სერვისის დანერგვა კი 2023 წელს არის დაგეგმილი.

მელბურნის ბიზნეს რაიონიდან ქალაქის აეროპორტამდე მანქანით 19 კილომეტრის გავლას, ჩვეულებრივ დროს, 25 წუთი, პიკის საათში კი, დაახლოებით 1 საათი სჭირდება. Uber Air კი, მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე 10 წუთში მიიყვანს, - ამბობს „უბერის“ პრეს-სპიკერი ერიკ ელისონი.

მისივე თქმით, მფრინავ ტაქსის ნამდვილად შეუძლია ქალაქის ქუჩებში საცობების შემცირება, რაც დღეს ავსტრალიის ხელისუფლებას წელიწადში $16.5 მილიარდი უჯდება.

როგორც ვიქტორიის შტატის ხელისუფლების წარმომადგენელი ტიმ პალასი ამბობს, განცხადება მფრინავი ტაქსის მელბურნში ტესტირების შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალაქის ინოვაციებისადმი მისწრაფებას.

ტიმ პალასი:

ვიმედოვნებთ, Uber Air ისეთივე სიმაღლეზე აიყვანს ჩვენს ქალაქს [ისეთ სარგებელს ნახავს ქალაქი ამ სერვისით], რა სიმაღლეზეც თავად დაფრინავს.

პროექტზე Uber და NASA  2017 წლიდან მუშაობენ. მელბურნის გარდა, Uber Air-ს აშშ-ის ორ ქალაქში, დალასსა და ლოს-ანჯელესში გამოცდიან.

წყარო: Marketer.ge

კომენტარები