სიახლეები

ოპოზიციამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

ოპოზიციის ნაწილმა დიდუბე-ჩუღურეთის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენის ღონისძიება მუშტაიდის პარკში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ამ არჩევნებზე ოპოზიციამ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. სხვა შემთხვევაში ქვეყანას უბრალოდ კოლაფსი ელოდება. ეს არჩევნები არჩევანია ჭაობსა და განვითარებას შორის. 

ამიტომ ჩვენი ამოცანა დღეს უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი არჩევნებზე მივიდეს. ეს ხალხი ჩვენ უნდა დავაწმუნოთ იმაში, რომ თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში შეიცვლება თუ არა ხელისუფლება 31 ოქტომბერს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი მივა და თავის პოზიციას დააფიქსირებს. 

                                                                                                                                          - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

სიტყვის ბოლოს პოლიტიკოსმა შეკრებილ საზოგადოებას და კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები