სიახლეები

271 Views
განათლება

როგორ მასწავლებლებს ეძებს გირჩის სკოლა

გირჩის სკოლა ეძებს სამი ტიპის მასწავლებლებს: კონკრეტული საგნის საფუძვლიანად მცოდნეებს, თავიანთ სფეროში წარმატებულ პიროვნებებს და უფროს მეგობრებს - ადამიანებს, ვისაც უბრალოდ უყვართ ბავშვები, მათთან ურთიერთობა გამოსდით და სურთ ბავშვებთან ერთად ისწავლონ.

„სანამ გასაუბრებაზე მოხვალთ, კარგი იქნება თუ წინასწარ გექნებათ ნაფიქრი, ამ სამი როლიდან რომელია თქვენთვის უფრო საინტერესო და მისაღები“.

გირჩი არ ითხოვს დიპლომებს და მრავალწლიან სამასწავლებლო გამოცდილებას, ჩვენ გვინდა მხოლოდ ისეთი ადამიანების პოვნა, ვისაც მშვიდად დავუტოვებდით საკუთარ შვილებს.  

მასწავლებლობის მსურველები დარეგისტრირდით www.girchischool.ge-ზე

კომენტარები