სიახლეები

75 Views
ეკონომიკა

ანტიდემპინგური კანონპროექტის ლაფსუსი

ზურაბ ჯაფარიძე ანტიდემპინგური კანონის შესახებ:

ანტიდემპინგური კანონის შედეგი ის იქნება, რომ ვითომ ბიზნესის დაცვის მოტივით, მოსახლეობას გაუძვირდება პროდუქცია და ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდება.

ანტიდემპინგური კანონპროექტი პარლამენტში მომავალ კვირას შევა. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აქტიურად იწყებენ ბიზნესის დაცვას. პროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძველი შეიძლება იყოს დემპინგური იმპორტი, ადგილობრივ ინდუსტრიაზე მიყენებული ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და მიყენებულ ზიანს შორის.

ამ თემაზე დღეს გირჩის ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაში ისაუბრეს. ცოტნე კობერიძის თქმით, ეს კანონი სხვა არაფერია, თუ არა კონკრეტული ბიზნესმენების წახალისება მომხმარებლის ზიანის ხარჯზე.

ხშირად ჰგონიათ ხოლმე, რომ ჩვენ ის ადამიანები, ვინც სახელმწიფოს ჩარევას არ ვემხრობით, თითქოს პრობიზნესური პოზიცია გვაქვს, სინამდვილეში პირიქით ხდება, სახელმწიფოს ყოველი ჩარევით ხეირობს კონკრეტული ბიზნესმენი და ზარალდება ის მომხმარებელი, რომელიც ამ ბიზნესმენის გაძვირებულ პროდუქციაში იხდის ფულს.

კომენტარები