სიახლეები

იაგო ხვიჩია: ამ თემით სპეკულირების მიზანია, ამომრჩეველმა არჩევნებზე "ქართული ოცნება" შემოხაზოს, როგორც საქართველოს ისტორიული ტაძრებისა და მიწების მცველები

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, იაგო ხვიჩია ეგრეთწოდებულ "კარტოგრაფების" საქმეს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს საქმე წინასაარჩევნო ამბავია, რადგან თუ ვინმეს მართლა აინტერესებდა კარტოგრაფიული რუკები, რამდენად ზუსტად იყო შედგენილი ამის გასარკვევად ხელისუფლებას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა. 

ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან ცუდად ვიქცევით, რადგან თუ ეს საქმე თუ მართლა გამოსაძიებლად გვაინტერესებს ამაზე ხომ არჩევნების შემდეგაც შეიძლებოდა გამოძიება დაგვეწყო, ხომ არავინ არსად გარბოდა.

ეს ყველაფერი უბრალოდ წინასაარჩევნო კონცერტია, ასევე ხელისუფლება ამ ნაბიჯით ცდილობს ეკლესიის მხარდაჭერა გაიმყაროს. 

                                                                                                                                                                  - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

პოლიტიკოსის თქმით, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი ყოფილიყო. რომლის მიზანიცაა ამომრჩეველმა არჩევნებზე "ქართული ოცნება" შემოხაზოს, როგორც საქართველოს ისტორიული ტაძრებისა და მიწების მცველები. 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილს და კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები