იაგო ხვიჩია ოპოზიციის შეთანხმებაზე: მსგავსი მნიშვნელობის კონსესუსი ისტორიაში აქამდე არ ყოფილა

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იაგო ხვიჩია "პოლიტიკური აგორას" ეთერში ოპოზიციის შეთანხმებას გამოეხმაურა. 

მან კოლეგებს მადლობა გადაუხადა შეთანხმებაზე ხელის მოწერისთვის, ასევე თანამებრძოლ ვახო მეგრელიშვილს, რომელსაც  უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ამ შეთანხმების მიღწევაში. 

ხვიჩიას თქმით, ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ყველასთვის გასაგები იქნება რა არის "გირჩის" პროგრამა და რისი შეცვლა სურს პარტიას ქვეყანაში. მისივე აზრით, ადამიანები ზოგადად, პროგრამებს ნაკლებად კითხულობენ, მაგრამ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა შეიძლება რეალურად, რომ შეიცვალოს.

 პოლიტიკოსს სჯერა, რომ მოსახლეობის ცხოვრებაში ძალიან მალე შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი, როდესაც ხალხს ეს ხელისუფლება აღარ ენდომება და ამიტომ მნიშვნელოვანია მათ არჩევანის გაკეთების დროს (ვის მისცეს ხმა) იცოდნენ, თუ რისი გაკეთება სურს ოპოზიციას.

ჩვენი პროგრამა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაა შეთანხმებული და მსგავსი მნიშვნელობის კონსესუსი ისტორიაში აქამდე არ ყოფილა. 

                                                                                                                                                                  - ამბობს ხვიჩია. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ შეთანხმების ბოლო ეტაპს განათლებისა და ეკონომიკის ნაწილზე ხელი დღეს მოაწერა. ვრცლად რას ეხება ეს შეთანხმება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები