იაგო ხვიჩიას ინიციატივა ბათუმში მდებარე საკვები ობიექტებისთვის

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იაგო ხვიჩია კაფე-ბარების და რესტორნების 22:00 საათიდან დახურვას გამოეხმაურა.  

ჩვენ ბათუმში მხოლოდ ერთი ოფისი გვაქვს კერძოდ, კომახიძის 15-ში. სხვა პარტიებს ბევრი შესაძლებლობა და მეტი ოფისები აქვთ. 

მე მაქვს შეთავაზება ხვალიდან დახურული რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის. ჩვენ გვჭირდება შტაბი ქალაქის სხვადასხვა ადგილას, რათა ჩვენს ამომრჩევლებს შევხვდეთ და ვესაუბროთ. თუ გვათხოვებთ თქვენს კაფე-ბარებს და რესტორნებს, ჩვენ გავხსნით შტაბებს, სადაც ჩვენი ამომრჩევლები მოვლენ. ხოლო თქვენ კლიენტებს ისე მოემსახურებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდით. როგორც, იცით საარჩევნო კამპანია აკრძალული არ არის, ამიტომ ხელს ვერ შეგვიშლიან. 

ეს შეთავაზება ყველას არ ეხება, ეს შეთავაზება იმ ობიექტებისთვისაა, ვისი მეპატრონეებიც "გირჩის" გულშემატკივრები არიან და სურთ ამ საქმეში დაგვეხმარონ. ველოდები თქვენს გამოხმაურებას და მზად ვარ ნებისმიერი ობიექტის მესაკუთრესთან სასაუბროდ.

                                                                                                                                                          - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ აჭარაში ახალი შეზღუდვები დააწესა. 25 სექტემბრის 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

                                                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები