სიახლეები

იაგო ხვიჩია: ჩემი ამოცანა ამომრჩევლისთვის არა ფურცელზე დაწერილი პროგრამის, არამედ ჩემი და ქალბატონი ლალი ანთიძის აჭარლებისთვის გაცნობაა

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ "ტვ 25-ის" ეთერში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სრულად პროპორციულთან მიახლოებული სისტემის პირობებში, ეს მიშა vs ბიძინას არჩევნები ვერ იქნება, რადგან ახლა ფართო ოპოზიციური სპექტრი არსებობს, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივა აქვს.

"ყველა ერთი კაცის მოსაშორებლად მე არ მომწონს, ეგ არ არის ჩვენი სტრატეგია"- ამბობს იაგო. "გირჩის" მიზანია მოსახლეობას გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება საქართველო ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ.

რაც შეეხება აჭარას და ბათუმს ხვიჩიას თქმით, ამ ქალაქში მაჟორიტარად დადგომის მიზეზი იყო:

ეს ის ქალაქია, სადაც ადამიანურად თავს ვგრძნობ ძალიან კარგად და მგონია, რომ მოსახლეობას მცირე დროის განმავლობაში შევძლებ გავაგებინო - სინამდვილეში რა სურს "გირჩს". ამიტომ ჩემი ამოცანა - აჭარის მოსახლეობისთვის არა ფურცელზე დაწერილი პროგრამის, არამედ ჩემი და ქალბატონი ლალი ანთიძის გაცნობაა, რადგან სხვა ხალხი ვგონივართ და სინამდვილეში სულ სხვა ვართ. თუ ამას მოვახერხებთ შემდეგ უკვე მათთვის გასაგები იქნება ჩვენი პროგრამა და ისიც, თუ რა გვსურს.

პარტიაში რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, რისი შეცვლაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ეს არის: მართლმსაჯულება, განათლება, ქონების რესტიტუცია და ეკონომიკა. ამ საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებთან ხანგრძლივი, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 

პირველი ნაბიჯი სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ გადაიდგა, რასაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გაფორმებული მემორანდუმი მოყვა. ვრცლად მემორანდუმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

შეთანხმების მეორე რაუნდი მართლმსაჯულებას კერძოდ კი, "შსს"-ს, "სუს"-ს და პროკურატურას ეხებოდა. აქაც "გირჩის" ინიციატივით გამართულ შეხვედრების შედეგად, ოპოზიციურმა პარტიებმა ამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას 16 სექტემბერს ხელი მოაწერეს. ვრცლად რას ეხება ეს შეთანხმება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კომუნსიტების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ კომუნისტებმა შექმნეს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ადამიანებს დაამონებდა და მართული იქნებოდა ერთი ადამიანის (იმდროინდელი ცეკას მდივნის) მიერ. იმ პერიოდიდან მოყოლებული, საბჭოთა მართლსმსაჯულების სისტემის დაშლა არავის უცდია.

                                                                                                                                                                   - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებების ბოლი ეტაპი განათლების საკითხზე. შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, კერძო სკოლების სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლებაა. ასევე მოლაპარაკებებია - შეთანხმებაზე, ბოლშევიკების მიერ წართმეული ქონების უკან დაბრუნების შესახებ. დღეს აქტივების 80% დღეს სახელმწიფოს ხელშია, მიზანია - მინიმუმ პირიქით იყოს. მოსახლეობას წართმეული ქონება თანაბრად დაუბრუნდეს, რაც სამომავლოდ მათ გამდიდრებას გამოიწვევს.

ვისაც სურვილი გაქვთ უკეთ გაიცნოთ იაგო და ლალი მობრძანდით  "გირჩის"  ბათუმის ოფისში, მისამართი: რევაზ კომახიძის 15

მეტი ინფორმაციისთვის იაგო ხვიჩიას ფეისბუქ გვერდის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები