სიახლეები

ლალი ანთიძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა "შარდის სიწმინდის" კანონის გაუქმების შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს

ამ წუთებში "გირჩის" აჭარის უზენაეის საბჭოს კანდიდატთა სიის პირველ ნომერს, ლალი ანთიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატების "შარდის სიწმინდის" შემოწმების აუცილებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი შეაქვს. 

დღევანდელი კანონმდებლობით აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატობის მსურველები ვალდებულები არიან "ცესკო"-ში რეგისტრაციისთვის წარადგინონ ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. 

ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ ლალის და ვკითხეთ, მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით საარჩევნო კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტი უკვე გავიდა. კანონპროექტის მიხედვით პარლამენტის წევრობის კანდიდატებს აღარ მოეთხოვებათცნობა ნარკოლოგიურიდან.. ეს კანონპროექტი დიდი ალბათობით, ძალაში შევა. რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, მსგავსი ცვლილება არ იგეგმება.

უხერხული და შეურაცხმყოფელია, როდესაც კონკრეტულ პროფესიაში ადამიანების ვარგისიანობას ამ ფორმით ვამოწმებთ, მით უმეტეს არჩევით თანამდებობაზე. ამ შემთხვევაში კანდიდატებს განათლების ცენზიც კი არ მოეთხოვებათ, ხალხის არჩეულები არიან და ხალხმა გადაწყვიტა, ან გადაწყვეტს შეესაბამება თუ არა კანდიდატი კონკრეტულ პოზიციას.

სამწუხაროდ ჩვენ ვერ გადავეჩვიეთ ერთმანეთის დამცირებას. დღემდე ვცდილობთ ერთმანეთს ვუკონტროლოთ ყველაფერი, მათ შორის სხეულში მოლეკულების შემადგენლობა. მე მინდა, რომ ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ავარიდო ამ უაზრო და ღირსების შემლახველ პროცედურას და ამაში საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი მაქვს.

                                                                                                                                                               - გვითხრა ლალი ანთიძემ. 

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები