სიახლეები

ვახო მეგრელიშვილი:  იმ საზოგადოებაში სადაც კერძო საკუთრება დაცულია და ადამიანების ხელშია, ასეთი საზოგადოება, როგორც ეპმირიულად დასტურდება, ეკონომიკურად განვითარებულია

"გირჩის"  ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ტვ პირველის" ეთერში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

ეკა მიშველაძის მიერ დასმულ შეკითხვას რაში ხედავს "გირჩი" მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალს. ვახომ უპასუხა, რომ იქ, სადაც არ არსებობს წესრიგი და სამართლიანობა იქ ვერანაირი ეკონომიკა ვერ იქნება.

მისივე თქმით, ოპოზიციამ აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდშიც კი პოლიტიკუყრი სუბიექტები დასხდნენ, ისაუბრეს და შეთანხმდნენ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა მართლმსაჯულების სისტემის ცვლილება. შემდეგი შეთანხმება სწორედ ეკონომიკის საკითხზე უნდა მოხდეს. 

"გირჩის" პოზიციაა, რომ ის ნებისმიერ ეკონომიკურ პოლიტიკას დაუჭერს მხარს, რომელიც მეტი თავისუფლებისაკენ იქნება მიმართული. რაც გამოიხატება კერძო საკუთრების წილის გაზრდით. 

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს მოსახლეობის მოგების 35% მიაქვს მთავრობას. ვახოს თქმით, თუ დავფიქრდებით მივხვდებით, რომ დაპირებები პენისების ზრდაზე, ხალხისთვის წართმეული ფულის ნაწილია. 

ოპოზიციის მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი განხილული საკითხი სწორედ ეს იყო. პარტიების დიდ ნაწილთან შეთანხმება მოხდა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს წილი 20%-მდე უნდა შემცირდეს. შესრულების შემთხვევაში, ეს იქნება საუკეთესო შედეგი რეგიონში და საქართველო ყველაზე კონკურენტული სახელმწიფო გახდება, რაც ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუწყობს. 

მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი, რომელიც ოპოზიციამ შეიძლება მოსახლეობას შესთავაზოს სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების (ქონების) ადამიანებისთვის გადაცემა არის. საქართველოში ბოლშევიზმის დამყარების შემდეგ, ამ ქონების უდიდესი ნაწილი კომუნისტებმა ჩვენს წინაპრებს წაართვეს. 

 იმ სახელმწიფოში, სადაც კერძო საკუთრება დაცულია და ადამიანების ხელშია, ასეთი საზოგადოება, როგორც ეპმირიულად დასტურდება, ეკონომიკურად ვითარდება.

                                                                                                                                               - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ  16 სექტემბერს, „ევროპულმა საქართველომ", „ნაციონალურმა მოძრაობამ“,  „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“ შსს-ს, სუს-ის და პროკურატურის რეფორმის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვრცლად ამ შეთანხმების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები