სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ოპოზიციური პარტიების შეთანხმება არის გარანტია იმისა, რომ ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ იქნება

"გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე რადიო "პალიტრას" ეთერში მიხეილ სააკაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად წარდგენას და მის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენა ბუნებრივი იყო, რადგან ის მთავარი მოქმედი ფიგურაა "ნაციონალურ მოძრაობაში". რაც შეეხება მის გამოსვლას, ის წინასაარჩევნო პროგრამას ჰგავდა, თავისი წარსულის შეფასებით და მომავალის გეგმებზე ზოგადად საუბრით. ასევე ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სიტყვებს გულრწფელობა და დამაჯერებლობა აკლდა. რთულია დაუჯერო ადამიანს, რომელიც ერთ დღეს ერთს ამბობს (ეს მის ჩამოსვლას ეხება), მეორე დღეს - მეორეს და ბოლოს ირკვევა, რომ საერთოდაც არ აპირებს იმის გაკეთებას რასაც ამბობდა . 

შეიძლება ძალიან ბევრ სწორ რაღაცას ლაპარაკობდე, მაგრამ მეორეა რამდენად გულრწფელი ჩანხარ, რის გარეშეც დამაჯერებლობა და ნდობა არის ძალიან დაბალი.

                                                                                                                                                               - განაცხადა ზურამ. 

ჯაფარიძე თვლის, რომ სააკაშვილს აქვს მცდელობა დაანახოს ოპოზიციას, რომ მას არ სჭირდება სრული ძალაუფლება და მზად არის, ის სხვებსაც გაუნაწილოს. "გირჩის" ლიდერის აზრით, სინამდვილეში საქართველოს ექსპრეზიდენტი ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც უყვარს ძალაუფლება და მუდამ მისი გაფართოებისკენ მიისწრაფვის. ამიტომ იმის ალბათობა, რომ ის მხოლოდ 2 წელი იქნება პრემიერი, ნულს უდრის. მისივე თქმით, მსგავსი პოლიტიკური არსებები ქართულ პოლიტიკაში მრავლად არიან და საფრთხეს მხოლოდ სააკაშვილი არ წარმოადგენს.  

მე არავის ვენდობი, ამიტომ საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სისტემა იყოს იმგვარად მოწყობილი, რომ ყველაზე ცუდი ადამიანის ხელისუფლებაში მოხვედრის შემთხვევაშიც კი, მან ვერ უნდა შეძლოს სრულად ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

                                                                                                                                                                  - მიიჩნევს ჯაფარიძე.

მისივე აზრით, ამის გარანტია "გირჩის" მიერ ინიცირებული შეთანხმებაა, რომლის შესრულებაზე მზაობაც ოპოზიციის უდიდეს ნაწილში არის. მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობაში", რაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვებშიც დასტურდება, როდესაც მან ამ შეთანხმების ისეთ პუნქტებზე გაამახვილა ყურადღება როგორიცაა, სუს-ის გაუქმება, მოსამართლეების არჩევითობა და ზედა ინსტანციებში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა.

შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმდა შემდეგ საკითხებზე: მართლმსაჯულების, რესტიტუციის, მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირებასა და განათლებაზე. 

ვრცლად შეთანხმების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები