სიახლეები

1039 Views

გირჩის ტელევიზია უკვე ეთერშია

გირჩის ტელევიზია ქართულ სამაუწყებლო ეთერშია.

მაგთის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ნახონ გირჩის ვიდეო თარგმანები 59-ე არხზე. დღეს, 30 მაისს, სატელევიზიო ეთერში პირველად გავიდა ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალი ბაზარი". ყველა ის პროდუქტი, რომელსაც გირჩი სთავაზობდა ადამიანებს ინტერნეტ სივრცის მეშვეობით, ამჯერად ტელევიზიითაც მივა მაყურებლამდე.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გირჩის ტელევიზია მალე კიდევ უფრო გააქტიურდება და ბევრ მნიშვნელოვან პროექტს შესთავაზებს მაყურებელს,ის მალე ხელმისაწვდომი იქნება სილკTV-ს მომხმარებლებისთვისაც, ასევე დაგეგმილია რეგიონულ საკაბელო მაუწყებლობებთან შეთანხმება, რათა გირჩის ტელევიზია ჩაჯდეს მათი არხების ნუსხაშიც.

გირჩის აზრით, საკუთარი სამაუწყებლო არხის ფლობა, ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში. 

კომენტარები