სიახლეები

"გირჩის" ინიციატივით ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ამ წუთებში დაიწყო

დღეს, 12:00 საათზე "გირჩის" ინიციატივით და "NDI" (National Democratic Institute) - ის ორგანიზებით ბორჯომში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრა დაიწყო. 

შეხვედრაში მონაწილეობას: "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ერთიანი საქართველო", "ლელო" და "მოქალაქეები" მიიღებენ. 

რაც შეეხება საკითხებს, რომელიც განხილული იქნება ესენია: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა (კერძოდ პროკურატურა და "სუს"-ი),  ეკონომიკა და განათლების სისტემა.

"გირჩისთვის" ეს შეხვედრა მცდელობაა ამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმების მიღწევის. ჩვენ ვკითხეთ პარტიის ლიდერებს, თუ რა მოლოდინი აქვთ?

"მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ყველაზე ადეკვატური და მარტივია გამოვიდეს სამართლის თემაზე გაგრძელება და შეთანხმება პოლიციაზე, პროკურატურაზე. რაც შეეხება ეკონომიკის და განათლების საკითხს, უმრავლესობასთან თემები გავლილია, კონსესუსს მივაღწეთ, თუ არა ამას შეხვედრის მსვლელობა გვიჩვენებს."

                                                                                                                                             - გვითხრა ვახო მეგრელიშვილმა.

"მე ზოგადად პოზიტიურად ვარ განწყობილი და თუ ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს, მართლა გვინდა, რომ შევცვალოთ მდგომარეობა ქვეყანაში, ეს არის შანსი, რომ შევათანხმოთ ჩვენი ხედვა. იმისათვის, რომ ერთიანი ზოგადი წარმოდგენა გვქონდეს, თუ რა შეიძლება მოხდეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, როგორი ქვეყანა გვინდა და  იმ პრობლემებს, რომელიც ახლა გვაქვს როგორ გავუმკლავდებით."

                                                                                                                                          - თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე გარკვეულ შეთანხმებას ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მიაღწიეს, რასაც 13 მარტს გაფორმებული მემორანდუმი მოწმობს. მემორანდუმი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                          ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები