სიახლეები

"გირჩი" 2020-ის ოქტომბრის არჩევნებზე 36 ნომერი იქნება!

2020-ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "გირჩი"-ს ნომერი 36 იქნება!

"რადგან გირჩის მხარდამჭერების ნაწილის მეხსიერებაში ჯერ კიდევ რჩება 36 ნომერი, რომელიც გირჩმა გამოიყენა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, გადავწყვიტეთ დავიტოვოთ ის და იგივე ნომრით წარვსდგეთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე."

                                                                                                                                               - გვითხრა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პარტიამ, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების, მინიმუმ, 0.75% მიიღო, უფლება აქვს, მიმართოს ცესკოს და მოითხოვოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში ჰქონდა მინიჭებული.

                                                                                                                                                          ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები