სიახლეები

დღეს "Japara Card"-ების პრეზენტაცია და შეხვედრა ჯაფარასთან გაიმართება

დღეს, 1 აგვისტოს "Japara Card"-ების პრეზენტაცია და ზურაბ ჯაფარიძესთან შეხვედრა გაიმართება.

Japara Card არის "უნიქარდის" პრინციპის ბარათი. მის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ვენდორების მოწოდებული საქონლითა და მომსახურებით, ხოლო მისი გადახდილი თანხის გარკვეულ (10-20%) პროცენტს ვენდორი გადარიცხავს ზურაბ ჯაფარიძის საარჩევნო ფონდში.

ვენდორების ჩამონათვალის ნახვას სულ მალე შეძლებთ განახლებულ ვებ გვერდზე japara.ge, რომელზეც ასევე იქნება Japara Card-ების შეკვეთისა და ზურაბ ჯაფარიძის პირდაპირ დაფინანსების ფუნქციონალები. ასევე, ვებ-გვერდზე მოცემული იქნება "გირჩის" ლიდერის პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი მაქსიმალურად სრული ინფორმაცია. ვებ-გვერდის პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თითქმის წელიწადია მის პირად და პოლიტიკურ საქმიანობას საკუთარი გულშემატკივრების შემოწირულობის მეშვეობით წარმართავს. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც პოლიტიკოსი მთლიანად არის დამოკიდებული მისივე ქომაგთა კეთილ ნებაზე. ზურაბ ჯაფარიძის დაფინანსება შეგიძლიათ როგორც "გირჩის" პორტალიდან, ისე მისი ფეისბუქ ჯგუფის "ჯაფარას სამეგობროს" მეშვეობით.

გელით ყველას დღეს, 1 აგვისტოს საღამოს 17:00 საათიდან მისამართზე: დიღომი 7, ოლა სოლოღაშვილის #5 (რუკაზე ეს ქუჩა გ. ხეოშვილის ქუჩად იძებნება).

ივენთი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

"ჯაფარას სამეგობროს" ჯგუფი იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები