სიახლეები

"გირჩის" პრაიმერისი 29.07

როგორც იცით, "გირჩის" პარტიული სიის ფორმირება ხვალ დასრულდება.

დღევანდელი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 19.8 მილიონი GeD (Georgian Dollar)

2. ალექსანდრე რაქვიაშვილი - 8.8 მილიონი GeD (Georgian Dollar)

3. ვახტანგ მეგრელიშვილი - 8.3 მილიონი GeD (Georgian Dollar)

4. იაგო ხვიჩია - 7.8 მილიონი GeD (Georgian Dollar)

5. გია ჯაფარიძე - 7.8 მილიონი GeD (Georgian Dollar)

უკანასკნელი ცხელ-ცხელი ამბავი, რაც გუშინ მოხდა არის ის, რომ გოგა ხაჩიძემ საკუთარი 10 მილიონზე მეტი GeD-ით 100%-იანი მხარდაჭერა ზურაბ ჯაფარიძეს გამოუცხადა. ამ გადაწყვეტილებას პოსტიც მიუძღვნა "გირჩის" წევრების ჯგუფში (წევრების ჯგუფი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე). პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

მოგესალმებით მეგობრებო,

რამდენიმე კვირაა ყურადღებით ვაკვირდები გირჩის პარტიული სიის შედგენის პროცესს.

ვხედავ, რომ პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე და საინტერესო. მთავარი რაც მომწონს არის ის, რომ სიის შედგენაში მთელი გირჩი არის ჩართული.

მე მესმის რომ, დღეის მდგომარეობით ჩემი კუთვნილი ჯედები მაკისრებს გარკვეულ პასუხისმგებლობას სიის შედგენასთან მიმართებაში.

მიუხედავად ამისა, მგონია რომ გირჩის სიაში ვინ რომელი ნომერი იქნება, ამაში ნაკლებად უნდა მივიღო მონაწილეობა.

ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით. მიმაჩნია რომ, გირჩის პარტიული წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სიის პირველი ნომერი იყოს ჯაფარა.

შესაბამისად, ჩემი ჯედების 100%-ით მხარს ვუჭერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რაც უკვე გააკეთა გირჩის 600-ზე მეტმა წევრზე.

არ მინდოდა ჩემი გადაწყვეტილება ბოლო მომენტამდე მიმეყვანა. დარჩენილია კიდევ 2 დღე.

იმედი მაქვს გირჩის წევრები და მხარდამჭერები სიის ფორმირების პროცესს გამჭვირვალედ დაასრულებენ.


პატივისცემით - გოგა ხაჩიძე

ასევე დილის 11:00 საათის მონაცემებით, მეხუთე ადგილზე ამირან ტორონჯაძე იყო. ამჟამად სიტუაცია შეიცვალა და გია ჯაფარიძემ დაიკავა ეს პოზიცია, რაც "გირჩის" ბორდის წევრის და პოლიტიკოსის, იმედა კლდიაშვილის დამსახურებაა, რომელმაც ცოტა ხნის წინ 800 ათასი ჯედი, ირაკლი კუკანიასგან იყიდა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კუკანია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. 

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

პორტალზე რეგისტრაციისათვის დააჭირეთ ამ ბმულს.

ჯედების ყიდვა-გაყიდვის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები