სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ვინმეს სჯერა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რომელიმე ინსტიტუტი, რომელსაც ივანიშვილი არ აკონტროლებს ?

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "პალიტრანიუსის ეთერში "ფრონტერას" დირექტორის ზაზა მამულაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ  საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო არახელსაყრელია ამერიკული ინვესტიციებისთვის, ამის გამოსასწორებლად კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

"გირჩის" ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი და ბიზნესმენებს სწორედ ივანიშვილთნ უწევთ არაფორმარულ ურთიერთობებში შესვლა, რაზეც არცერთი სერიოზული კომპანია არ წავა. 

მისივე თქმით, არავის სჯერა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს და არც ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ "ქართულ ოცნებას" გააჩნია რესურსი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები შექმნას. 

ვინმეს სჯერა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რომელიმე ინსტიტუტი, რომელსაც ივანიშვილი არ აკონტროლებს ? თუ რამე ინსტიტუტი არსებობს ამ ქვეყანაში ცხადია, რომ ყველაფერი კონტროლდება ივანიშვილის მიერ. ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება ? ოცნების მხარდამჭერებშიც კი არ არსებობს ადამიანი ვისაც ამაში ეჭვი ეპარება. 

                                                                                                                                       -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

რაც შეეხება ამერიკელი სენატორების გზავნიელბს ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ სიგნალებში "ქართული ოცნების" მიმართ, ახალი არაფერი არ თქმულა და საქართველოს მთავრობის კრიტიკა უკვე დიდი ხანია რაც დასავლური ინსტიტუტებისგან, მედიისგან თუ კონკრეტული პოლიტიკოსებისგან ისმის.

პოლიტიკოსის აზრით, ეს გზავნილები არის იმისათვის, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნორმალურ პირობებში ჩატარდეს, რისთვისაც დასავლელი პარტნიორებიც ემზადებიან და დიდი ალბათობით ამ არჩევნებზე დამკვირვებლებლების უპრეცენდენტო რაოდენობა გვეყოლება. 

                                                                                                                                                              ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები