სიახლეები

"გირჩი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ცესკო"-ში დარეგისტრირდა

"გირჩმა" უკვე ფორმალური კუთხითაც დაიწყო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, რისთვისაც საჭირო, პირველ რიგში, ცესკოსთვის პარტიის რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით მიმართვა იყო. "ცესკო"-მ დააკმაყოფილა მოთხოვნა და პარტია უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია.

"გირჩი" მეხუთე პარტიაა, რომელიც "ცესკო"-ში 2020-ის არჩევნებისთვის დარეგისტრირდა. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რის შემდეგაც პოლიტიკური გაერთიანებებისთვის რეგისტრაციის გამარტივებული მოთხოვნები კანონიერ ძალაში შევიდა, „გირჩი“ პირველია, რომელმაც ცესკოში არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაიარა.

 ამით სარეგისტრაციო პროცედურა არ დასრულებულა და Შემდეგი ნაბიჯი, პოტენციურ პარლამენტართა, მინიმუმ, 100 კაციანი სიის რეგისტრაცია იქნება.

მოქმედი კანომდებლობით აღნიშნულ სიას თან უნდა ერთვოდეს თითოეული კანდიდატის შესახებ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, მაგრამ, რადგანაც ამგვარი მოთხოვნა ადამინურადაც და სამართლებრივადაც არასწორი გვგონია, იმედი გვაქვს, ცესკო უარს იტყვის ქართველი პოლიტიკოსებისთვის მოშარდვის იძულებაზე.

                                                                                                                                                    -მიიჩნევს ბადრი გრიგალაშვილი.

კარგია, რომ "გირჩმა" დროულად მოითავა ეს ბიუროკრატიული პროცედურა. მოვუწოდებთ მხარდამჭერებს და მეტითავისუფლების გულშემატკივრებს, რომ დაგვაფინანსონ. 

                                                                                                                                                             -განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "ცესკო"-ში სულ 5 პარტიაა რეგისტრირებული და განხილვაში 11 პარტიის განაცხადია, ერთს კი უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, პარტიამ 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარდგენის ნაცვლად, 5000 (ან მეტი) მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარმოადგინოს. ამავე ცვლილების თანახმად "ცესკო"-ში მხარდამჭერთა სიის წარმოდგენისგან, თავისუფლდებიან მნიშვნელოვანი რაოდენობის ის პარტიები, რომლებიც ახალ საკანონმდებლო პირობებს აკმაყოფილებენ.

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები