სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: სწრაფი განვითარებისთვის მეტი თავისუფლებაა საჭირო

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "გურია ტივის" ეთერში პარტიის პოლიტიკურ მიზნებზე და თუ რატომაა ეს საკითხები მნიშვნელოვანი ისაუბრა. მისი თქმით, "გირჩის" არსებობის მიზანია, რომ საქართველო, რომელიც თავისი არსით ჯერ კიდევ საბჭოთაა  ნამდვილად თავისუფალი ქვეყნა გახდეს. მისივე აზრით, სწორედ თავისუფლებაა კეთილდღეობის წინაპირობა.

თუ რაიმე გასნხვავება არსებობს თავისუფალ სამყაროს და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ სიღარიბეში არიან, მათ შორის საქართველოც სწორედ თავისუფლების ნაკლებობაა. თუ ჩვენ გვინდა სწრაფი განვითარება ამას სჭირდება მეტი თავისუფლება.

                                                                                                                                                                -განაცხადა ჯაფარიძემ. 

"სსრკ"-ს დაშლიდან 30 წლის შემდეგაც  ეს წართმეული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა, რაც აქტივების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.  პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია თავისუფალი ბაზრის აშენება თუ ისეთი აქტივები როგორიცაა ტყეები, მიწები, წიაღისეული, ქონება და ა.შ. 80% სახელმწიფოს ხელშია. 

სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ წართმეული ქონება ადამიანებს დაუბრუნდეს, განაწილება კი თანაბრად უნდა მოხდეს. აქტივების ნაწილი შესაძლოა ერთი ან, რამდენიმე პირის საკუთრებაში იყოს. მაშინ, როდესაც ეს განაწილება დაიწყება მნიშვნელოვანია, რომ განაწილება გამჭირვალე და თანაბარი იყოს.  აღსანიშნავია, რომ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც მოხდა ქონების რესტიტუცია, ის ქვეყნები დღეს ბევრად განვითარებულები არიან.

ჯაფარიძის თქმით, ტყეებიც ისეთივე ადამიანების საკუთრებაა, როგორც სხვა დანარჩენი. დღეს კი ტყეები, რომელიც ქვეყნის 37%-ს შეადგენს, სახელმწიფოს საკუთრება და კორუფციისა და წინასაარჩევნოდ ეკლესიის მრევლის ხმებით ვაჭრობის საგანია.          

                                                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე                                                                                                                                                      

კომენტარები