რა მოხდება, პოლიცია თუ კერძო იქნება ?

ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა "zoomიერი ჯაფარას ეთერში" შერიფების არჩევითობაზე და საპოლიციო სისტემის განკერძოების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში სრულად განკერძოებაზე საუბარი არ არის, რადგან ამ ეტაპზე ეს არარეალურია და დღეს ეს საკითხი "გირჩის" პოლიტიკური მიზანი არ არის. "გირჩი" ოპოზიციურ პარტიებთან კონსესუსის მიღწევას ცდილობს, რომ შერიფები არჩევითები იყვნენ.

რაც შეეხება ზოგადად უსაფრთხოების სფეროს განკერძოებას - ჯაფარიძე თვლის, რომ იდეალურ შემთხვევაში საპოლიციო სერვისი შესაძლოა მთლიანად კერძო იყოს. ასეთ შემთხვევაში კერძო კომპანიების ინტერესში იქნება, რომ მომხმარებელს მაღალი სერვისი შესთავაზონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არავინ დაიქირავებს.  

მისივე თქმით, მსგავსი კერძო კომპანიები დღესაც არსებობს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია დიდ ბრიტანეთშია, სტატისტიკის მიხედვით კი, ამ კომპანიას დანაშაულების გახსნის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს, რაც იმითაა განპირობებული, რომ მათი შემოსავალი პირდაპირპროპორციულია მათ მიერ გაკეთებული საქმის.

მაყურებლის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ყველას არ ექნება, პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ეს სისტემა ბევრად იაფი იქნება, რადგან იმუშავებს, როგორც სადაზღვეო კომპანია, რომელიც იმუშავებს, როგორც რისკების დაზღვევა. 

თუ უბნის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იყიდა, რაღაც დაზღვევა და მას ემსახურება კერძო კომპანია, რომელიც ამ სერვისს სთავაზობს და უბანი არის დაცული, ხოლო უბანში ცხოვრობენ ადამიანები ვისაც არ შეუძლია ამ სერვისის ყიდვა, ისინიც დაცულები იქნებიან, იმიტომ რომ ამ უბანში ცხოვრობენ. 

                                                                                                            -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "გირჩი ტივის" ეთერში.

                                                                                                                                           ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები