სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: თითოეულ ადამიანს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს,  პირადი უსაფრთხოება თავად უზრუნველყოს

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "პოლიტიკური აგორას" ეთერში, იარაღის ლეგალიზაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია თავისუფლების იდეის გამარჯვებისთვის, რადგან თითოეულ ადამიანს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს,  პირადი უსაფრთხოება თავად უზრუნველყოს.

მისივე თქმით, მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ იარაღის ლეგალიზაციის შემდეგ მკვლელობების რიცხვი  იზრდება და ამას სხვადასხვა კვლევებიც ადასტურებს. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ადამიანს, რომელსაც მკვლეობის ჩადენა აქვს განზრახული, ის იარაღს შავ ბაზარზეც იყიდის ან მკვლეობის იარაღად ნებისმიერ სხვა საგანს გამოიყენებს.

იარაღიანი საზოგადოება თავისუფალი საზოგადოებააა, რომლისთვისაც უფლებების შეზღუდვა ხელისუფლებას უჭირს. 

                                                                                                                                                                  -აცხადებს პოლიტიკოსი.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს რაღაც ნაწილში სიცოცხლის  თავისუფლება და საკუთრების დაცვა დელეგირებული აქვს. მისი თქმით, ქვეყნის შიგნით პოლიციამ მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს თუმცა, ეს ორგანო მყისიერ საფრთხეს ვერ ანეიტრალებს. პოლიცია დანაშაულის ჩადენის შემდეგ ახდენს რეაგირებას, გამოძიებას  ატარებს, სამომავლოდ დანაშაულის პრევენციას ახდენს, ზოგად კრიმინალურ ფონს აუმჯობებსებს, მაგრამ ამ მომენტისთვის კონკრეტული ადამიანის (ან ადამიანების) სიცოცხლე უკვე დაკარგულია.

ასევე იმის ფონზე, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია მისი აზრით, მოსახლეობას აგრესორებისგან თავდაცვის საშუალება უნდა ჰქონდეს. რადგან ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც განიარაღებულია გაცილებით მარტივია ვიდრე პირიქით.

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები