სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლება კანონებს საკუთარი ნება-სურვილით იღებს, რაც სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს

ზურაბ ჯაფარიძემ, "zoom იერი ჯაფარას" ეთერში ახალ კანონპროექტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება გარკვეული შეზღუდვების დაწესება.

ჯაფარიძის თქმით, ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ მთავრობას ნებისმიერ დროს შეეძლება ჩვენთვის ისეთი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, როგორიცაა: შეკრება და მანიფესტაცია, გადაადგილება, შრომა, საკუთრება, კომერციული თავისუფლება და ა.შ.

"გირჩის" ლიდერი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, განცხადებასაც გამოეხმაურა -

"საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები რისკებს ცუდი ხელისუფლების შემთხვევაში შეიცავს"

-განაცხადა სოფო კილაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება კანონებს საკუთარი ნება-სურვილით იღებს, რაც სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს.

იმ შემთხვევაში თუ, ამ კანონპროექტს არავინ  არ გაასაჩივრებს, "გირჩი" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს აუცილებლად შეიტანს.

                                                                                         -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, "გირჩი ტივის" ეთერში.

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები