სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ხელისუფლების ვირუსთან ბრძოლა ტყუილი იყო

"ტვ პირველის" ეთერში "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ყველასთვის კარგად ნაცნობ თამაშს ითამაშებს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნით საფრთხობელა აღარ ეყოლებათ. მისივე თქმით, ხელისუფლება ბიუჯეტის ფულს არჩევნებისთვის გამოიყენებს.

"ნაციონალურმა მოძრაობამაც" წინა არჩევნებზე საკმაოდ ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ არჩევნები მაინც ვერ მოიგო, ამიტომ ეს განმსაზღვრელი არ არის. 

                                                                                                                                          -განაცხადა ჯაფარიძემ. 

პოლიტიკოსის აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიოს, ისევე როგორც სასამართლო სისტემის რეფორმაზე მოხდა. "გირჩის" ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, რაც კორონავირუსის პანდემიამ და ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია.  მისი აზრით, ქვეყანას ექსპერტების ნავარაუდებ 4%-იან ვარდნაზე ბევრად დიდი ზარალი მიადგება. როგორც ჯაფარიძე ამბობს, მნიშვნელოვანია ოპოზიცია საერთო ხედვაზე შეჯერდეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად რა ღონისძიებების გატარებას ვაპირებთ.

მნიშვნელოვანია ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ხელისუფლების ვირუსთან ბრძოლა ტყუილი იყო. ჩემი სამუშაოა ამ ადამიანებთან ვიურთიერთო იმისთვის, რომ  მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს.

                                                                                                                                   -მიიჩნევს "გირჩის" ლიდერი.

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები