სიახლეები

373 Views
მართლმსაჯულება

კომენდანტის საათის გაუქმებაზე საკონსტიტუციოში შეტანილი სარჩელის განხილვა გირჩის ტივის პირდაპირ ეთერში

დღეს, 20 მაისს, 12:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში, "გირჩის" მიერ კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის განხილვა გაიმართება.

"გირჩს" საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტი და პოლიტიკოსი ლევან ჯგერენაია წარმოადგენს.

სასამართლო პროცესს, ცოტნე კობერიძე, იაგო ხვიჩია და სანდრო რაქვიაშვილი გირჩის ტივის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "პოლიტიკურ აგორაში" მოწვეულ სტუმრებთან  ერთად განიხილავენ. 

ისინი მოსარჩელისა და მოპასუხე მხარის არგუმენტების ერთგვარი კომენტატორები იქნებიან და შეეცდებიან მოქალაქეებისთვის გასაგებ ენაზე განმარტონ სასამართლოში მიმდინარე პროცესი. 

შეგახსენებთ, რომ გირჩი  აგრძელებს ბრძოლას ადამიანის თავისუფლების უსამართლოდ შეზღუდვის წინააღმდეგ. 15 მაისს, მარნეულისა და ბოლნისის კარანტინზე სარჩელის არსებითი განხილვა გაიმართა.

 "გირჩის" აზრით ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციურია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლზე პრეტენზიას არ აცხადებს, "გირჩის" აზრით, მთავრობას იმისთვის, რაც კორონასთან ბრძოლის ფარგლებში ჩაიდინა,  პარლამენტის თანხმობა ბევრ შემთხვევაში სჭირდებოდა და არ ჰქონია.

15 მაისს მოსარჩელე გიორგი ჭაუჭიძე, თავად ვერ დაესწრო სასამართლო პროცესს, რადგან გადაადგილების უფლება შეუზღუდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას საერთოდ არ ჰქონია კოვიდ ინფექცია და არც რომელიმე ინფიცირებულთან კონტაქტი.

სარჩელის დაკმაყოფილებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია მომავალშიც დაიცვას ადამიანთა თავისუფლება, იმ  სრულიად უაზრო, უსამართლო და ნორმალური ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებისაგან, რა დამოკიდებულებითაც მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება, ბოლო თვეების განმავლობაში, ვირუსთან ბრძოლის სახელით.

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების კანონიერებაზე საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე რამდენიმე სხვა სარჩელიც არის შესული. სხვადასხვაა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით. დღეს, Girchi TV • გირჩი ტივი -ს ეთერში სასამართლო პროცესის პარალელურად, "პოლიტიკურ აგორაში" მათი ავტორების მოსაზრებებსაც შემოგთავაზებენ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები