სიახლეები

ჰერმან საბო: მნიშვნელოვანია, "გირჩის" პარტიული სიაში ვინ და რა კრიტერიუმით მოხვდება

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰერმან საბომ, 8 მარტის შეთანხმებაზე და პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გაუგებარია მოსამართლემ გიორგი რურუა პატიმრობაში რატომ დატოვა. ის თვლის, რომ "ქართულ ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ გამოიყენოს. მისივე თქმით, ისიც შესაძლებელია, რომ რურუაც საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალოს, რადგან  ბიძინა ივანიშვილს, ეს სიტუაცია არ აწყობს. "გავრილოვის ღამის" გამო, განადგურებული რეიტინგის ფონზე კორონავირუსმა ხელისუფლების დაცემული რეიტინგი აამაღლა.

 თუმცა, ეკონომიკური ვარდნის შედეგები ჯერ არ განგვიცდია, ამიტომ  შესაძლებელია, ეს კრიზისი "ქართულ ოცნებას" პირიქით მოუბრუნდეს.

                                                                                                                                        -განაცხადა ჰერმან საბომ.

"გირჩის" წევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს არჩევნების წესის ცვლილების შესახებ მხარი უნდა დაუჭიროს.  პარალელურად კი  გიორგი რურუას გათავისუფლების მიძნით ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, საბო თვლის, რომ ეს არჩევნები პრინციპულად განსხვავებული იქნება, რადგან პატარა პარტიებსაც ეძლევათ საშუალება პარლამენტში მოხვედრის. მისივე თქმით, თუ დიდი პარტიები ჩათვლიან, რომ პატარა პარტიებთან საუბარი მნიშვნელოვანია,  წინასაარცევნო გარემო უფრო ჯანსაღი გახდება.

საბო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, თუ ვინ  და რა კრიტერიუმით მოხვდება "გირჩის" პარტიულ სიაში.. ის საპარლამენტო სიის  ნაადრევად წარადგენას არ ემხობა, რადგან თვლის, რომ  ეს შიდა კონკურენციას მოკლავს.

ჩვენ კი ვცდილობთ უფრო მეტი ადამიანი ვიპოვოთ, ვისაც "გირჩზე" ან იდეაზე გული შესტკივა.

                                                                                                                                       -განაცხადა ჰერმან საბომ.

მისივე თქმით, "გირჩის" ლიდერების გარდა, დამატებით 6-7 ადამიანის წინა პლანზე წამოწევა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.  რადგან პოლარიზირებული მედიის გამო მათი მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობადობის გაზრდა რთული იქნება.

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები