სიახლეები

410 Views
სიახლეები

თამარ ჩერგოლეიშვილი: ორი ადამიანის ურთიერთობაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "ტაბულას" დამფუძვნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 17 მაისზე,  ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან  ბრძოლის საერთაშორისო დღეზე ისაუბრა.

მისი თქმით,  გენდერული პოლიტიკა არ მოსწონს და თითოეულ ადამიანს დამოუკიდებელ პიროვნებად აღიქვამს. მისივე თქმით, სოციალური ქსოვილისთვის ნებისმიერი ადამიანი მნიშვნელოვანია და  სწორედ ამიტომაა საჭირო კანონის წინაშე  თანასწორობის პრინციპის დაცვა. 

 ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების  თითოეული წევრის თანასწორობის უფლების უზრუნველყოფა. 

საქართველოში სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლები  არსებული შიშების მსხვრეპლნი არიან. ამ შიშებს ისტორიული და  გეოპოლიტიკური მდგომარეობაც ხელს უწყობს. რუსეთის პოლიტიკამ მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენს რეგიონზეც  მოახდინა გავლენა.

                                                                                                                                      -ამბობს ჩერგოლეიშვილი.

"ტაბულას" დამფუძვნებელი ამბობს, რომ რელიგიური უმცირესობების მიმართ ადრინდელი დამოკიდებულებაც, გარკვეულწილად, რუსეთმა  გამოიწვია. საზოგადოებაც მიიჩნევდა, რომ რელიგიური უმცირესობებისთვის აზრის გამოხატვის თავისუფლების მიცემით მათი რიცხვი გაიზრებოდა, თუმცა, ფაქტია, რომ ასე არ მოხდა. ის თვლის, რომ იმისათვის, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს, საჭიროა ვინმემ გონიერი მასწავლებლის როლი  მოირგოს. 

 ჩერგოლეიშვილი ქორწინების კონსტიტუციურ განსაზღვრებსაც  გამოეხმაურა. მისი თქმით, ორი ადამიანის ურთიერთობაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. ის თვლის, რომ იმისდა მიუხედავად, ადამიანებს ერთმანეთი მოსწონთ თუ არა, მათ სამოქალაქო დისციპლინის ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრება  უნდა შეეძლონ. 

მე არავის გრძნობას და რწმენას არ ვაკონტროლებ ‘’ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი.

                                                                                                                -განაცხადა "ტაბულას" დამფუძნებელმა.

ჩერგოლეიშვილმა, პარლამენტში ქალთა კვოტირებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის კვოტების წინააღმდეგია და ფემინიზმი სხვანაირად ესმის. მისთვის მიუღებელია ხელოვნური სასათბურე პირობების შექმნა იმისთვის, რომ ქალები პარლამენტში მოხვდნენ. მისივე თქმით, იმის მოუხედავად, რომ საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა, ის პრობლემები რაც ამ კუთხით არსებობს, აკვოტებით არ მოგვარდება.

არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტში რამდენი სოფო კილაძე იქნება, თუ ამას კაცები წყვეტენ. კვოტები მავნებლობა და თვალთმაქცობაა, ემანსიპაციისთვის თანაბარი პირობების შექმნაა საჭირო.

                                                                             -განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა "გირჩი ტივის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფმა შეიმუშავა, გულისხმობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანას, რომლებიც პარტიებს ავალდებულებს, საპარლამენტო სიის ყოველ მეოთხე, ხოლო შემდეგ არჩევნებზე - ყოველ მესამე, წევრად ქალის კანდიდატურა წამოაყენონ. 

                                                                                                                   

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები