სიახლეები

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. სასამართლომ მას  3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს, 2020 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება მას „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას“ ედავებოდა.

                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები