სიახლეები

322 Views
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გერმანიას ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური მიდგომა ჰქონდა.

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" წევრმა, თენგო კირთაძემ, გერმანიის მიერ კორონავირუსის წიააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხავებით, გერმანიას ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური მიდგომა ჰქონდა. მისივე თქმით, ქვეყანაში არც კომენდანტის საათი შემოუღიათ და ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლებაც არ  შეუზღუდავთ. ამასთანავე, კომპანიების უმრავლესობას საქმმიანობა არ შეუწყვეტია, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება არ შეზღუდულა.  ოჯახის ყველა წევრის (მიუხედავად რაოდენობისა)  ერთი ავტომობილით გადაადგილებაც დასაშვები იყო.

კირთაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს სურდა ყველა ტიპის დემონსტრაციების აკრძალვა, სასამართლომ აზრის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვის უფლება, არაკანონიერად ცნო.

''გირჩის" წევრი აცხადებს, რომ ქალაქ ჰამბურგში, კაფეების და რესტორნების ნაწილი გაიხსნა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაშია. მისივე თქმით, ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაციის შემდეგ ყველა ფედერაციული მიწა თავად იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი აკრძალვებს შემოღების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსით დაინფიცირების 176 807 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 8054 ლეტალური შედეგით დასრულდა.

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები