სიახლეები

გიორგი მელაძე: მარნეულის ჩაკეტვას არაკონსტიტუციურად ცნობა უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" პროფესორი, გიორგი მელაძე, გამოეხმაურა "გირჩის" სარჩელს მარნეულის ჩაკეტვის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად  ცნობის მოთხოვნის შესახებ, რომლის განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მისი თქმით, მისასალმებელია,რომ  საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთ მოკლე ვადებში დაიწყო საქმის არსებითი განხილვა. მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მარნეულის ჩაკეტვას არაკონსტიტუციურად ცნობს, ეს საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება.

მელაძე ამბობს, რომ არსებობს მითი იმის შესახებ, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის დროს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს, თუმცა, კანონი და კონსტიტუცია ამ პირობებშიც კი არ წყვეტს მოქმედებას. ის მიიჩნევს, რომ როდესაც მთავრობის მხრიდან გარკვეული შეზღუდვები წესდება, ისინი სათანადოდ ახსნილი და დასაბუთებული უნდა იყოს. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინაა დაზღვეული, რომ ხელისუფლება ჩვენზე ზრუნვის მოტივით ხვალ იგივეს არ გააკეთებს.

                                                                         -განაცხადა "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" ფროფესორმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ავტორიტარიზმში გადადის და ადამიანების ასე აბუჩად აგდება სრულიად მიუღებელია.  .

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის არაერთი ადამიანი დააჯარიმეს.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები